თამბაქოს კვამლი შეიცავს 4000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებასა და აირს, მათ შორის: ნიკოტინს, ბენზოლს, კარბონის მონოქსიდს, ამონიუმს, დიმეთილნიტროზამინს, ფორმალდეჰიდს, ციანიდის ჰიდროგენს, აკროლეინს. 60%-ზე მეტი კომპონენტი ადამიანისთვის წარმოადგენს კარცინოგენს, მათ შორისაა ისეთი ძლიერი მოქმედების კარციროგენული აგენტები, როგორიცაა აზბესტი, დარიშხანი, ბენზოლი და რადონის აირი. მოზარდები თამბაქოს ჩუმად ეწევიან, ამიტომ სწრაფად ისუნთქავენ ბოლს, ასეთ დროს კი თამბაქოს კვამლში მავნე ნივთიერებები უფრო მეტია (ნელი მოწევისას კვამლში ნიკოტინის დაახლოებით 20% გადადის, ხოლო სწრაფი მოწევიას _ 40%-ზე მეტი). ყველაზე მეტ შხამს სიგარეტის ბოლომდე მოწევის შემთხვევაში ჩავისუნთქავთ. სტატისტიკური მონაცემებით: 35-დან 69 წლამდე მამაკაცთა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზი 40-48%-ში ნიკოტინია, ფილტვის კიბოს შემთხვევათა 95% კი სიგარეტის მოწევას უკავშირდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გვამცნობს, რომ თამბაქოს მოხმარებისაგან ყოველ 8 წამში ერთი ადამიანი იღუპება! როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ადამინები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ (ასეთი კი მწეველთა 70%-ია) და აგრძელებენ მას ორი დეკადის ან მეტის განმავლობაში, კვდებიან 20-25 წლით უფრო ადრე ვიდრე ადამიანები, რომელთაც არასოდეს მოუწევიათ. აღსანიშნავია, რომ მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არაა მხოლოდ ფილტვის კიბო ან გულის დაავადებები. ქვემოთ მოცემულია თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ნაკლებად ცნობილი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი თავიდან ფეხის ფრჩხილამდე: 1. თმის ცვენა-მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა წითელი მგლურა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და ხელებზე. 2. კატარაქტა-მოწევა იწვევს ან აუარესებს თვალის პრობლემებს. მწეველებში 40%-ით მეტია რისკი კატარაქტის განვითარებისა – თვალის ბროლის შემღვრევა, რომელიც ბლოკირებას უკეთებს სინათლის სხივებს და შეიძლება მიგვიყვანოს სიბრმავემდე. 3. ნაოჭები- მოწევა ნაადრევად აბერებს კანს ცილების გამოცლის (რომელიც ანიჭებს კანს ელასტიურობას), A-ვიტამინის დაშლის და სისხლის მიმოქცევის შემცირების ხარჯზე. მწეველთა კანი არის მშრალი, უხეში და დანაოჭებული, განსაკუთრებით ტუჩების და თვალების მიდამოებში 4. სმენის დაქვეითება-მოწევა იწვევს ფოლაქების ჩალაგებას სისხლძარღვების კედლებში. ქვეითდება შიდა ყურის სისხლით მომარაგება, რის შედეგადაც მწეველებმა არამწეველებთან შედარებით შესაძლოა სმენა უფრო ადრე დაკარგონ. ისინი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ინფექციებისადმი.მოწევამ შემდგომში შეუძლია გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი და სახის დამბლა. 5. კანის კიბო-მწეველებს ორჯერ მეტი შანსი აქვთ დაემართოთ კანის კიბო, რომელიც ტოვებს წითელ, ქერცლოვან ნაწიბურს კანზე. 6. კბილების დაკარგვა-მოწევა მოქმედებს პირის ღრუს ბიოქიმიურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს ქვების ჩამოყალიბებას, აყვითლებს კბილებს. მწეველები ერთნახევარჯერ უფრო ხშირად კარგავენ კბილებს. 7. ემფიზემა- ფილტვის კიბოსთან ერთად მოწევა იწვევს ემფიზემას(ბერძნულად „გაბერვა“ ანუ ფილტვების მძიმე დაავადება) . ალვეოლების შეშუპებას და გასკდომას,რაც ქვეითებს ფილტვების მიერ ჟანგბადის შთანთქმის და ნახშიროჟანგის გამოყოფის უნარს. 8. გულის დაავადება-მსოფლიოში სიკვდილის ყოველი მესამე შემთხვევა გამოწვეულია კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) დაავადებით. მოწევა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისა. განვითარებად ქვეყნებში ეს დაავადება წელიწადში 1.000.000-ზე მეტ ადამიანს კლავს, განვითარებულში კი 600.000-ს. მოწევა იწვევს გულისცემის გაძლიერებას 9. კუჭის წყლული- მოწევა იწვევს იმ ბაქტერიისადმი რეზისტენტობას, რომელიც იწვევს კუჭის წყლულს. იგი ასევე აზიანებს ორგანიზმის შესაძლებლობას გაანეიტრალოს მჟავა საჭმლის მიღების შემდეგ. მწეველებში კუჭის წყლული არის რთული სამკურნალო და შესაძლებელია განმეორდეს. 10. ფერშეცვლილი თითები- კუპრი, რომელიც არის სიგარეტის კვამლში, გროვდება თითებზე და თითის ფრჩხილებზე, რაც მათ მოყვითალო-მოყავისფრო ფერს აძლევს. 11. საშვილოსნოს კიბო და სიმახინჯეები - გარდა იმისა, რომ მწეველებში იზრდება რისკი საშვილოსნოს ტანისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისა, ასევე მოწევა ქალებში იწვევს ფერტილურ (ნაყოფიერების) პრობლემებს და ორსულობისა და მშობიარობის გართულებებს. მოწევა ორსულობის პერიოდში ზრდის მცირეწონიანი და შემდგომში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვის დაბადების რისკს. თანდაყოლილი სიმახინჯეები 2-3-ჯერ უფრო ხშირია მწეველთა ბავშვებში. დღენაკლულობა ასევე უფრო ხშირია მწეველთა ბავშვებში. 12. კიბო-კიბო თამბაქოს კვამლში შემავალი 59 ელემენტი კარცენოგენულია ანუ იწვევს კიბოს. მწეველებში 22-ჯერ მეტია რისკი იმისა, რომ განუვითარდეთ ფილტვის კიბო, ვიდრე არამწეველებში. გამოკვლევების მიხედვით: რაც უფრო დიდხანს ეწევა ადამიანი, მით მეტია რისკი, რომ განვითარდეს კიბოს სხვადასხვა სახეები, როგორიცაა: ცხვირის, პირის სანერწყვე ჯირყვლის და ხორხის, ყელის, საყლაპავის, ხახის, კუჭის,თირკმლის შარდის ბუშტის და ა.შ 13. ფსორიაზი- მწეველებს ორ-სამჯერ მეტი შანსი აქვთ, რომ განუვითარდეთ ფსორიაზი, კანის არაგადამდები დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით და ტოვებს წითელ წყლულოვან ლაქებს მთელს სხეულზე.