მოგეხსენებათ, რომ ანტიკური საბერძნეთის მედიცინის მნიშვნელოვანი გარდატეხა საყოველთაო მამამთავრად აღიარებული პიროვნების სახელს, ჰიპოკრატეს უკავშირდება. სადღაც წამიკითხავს, რომ ყოველი ახალი ეპოქის მიღწევა დაფუძნებულია წინამორბედი ეპოქის მიღწევაზე. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჰიპოკრატეს მიერ მედიცინის სფეროში გატარებული რეფორმები, რომლებმაც დასაბამი დაუდო თანამედროვე მედიცინის განვითრებას. ამრიგად, V საუკუნე წარმოადგენდა სამედიცინო ცოდნის შექმნის ყველაზე ნაყოფიერ პერიოდს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ახდენდა გავლენას კაცობრიობის აზროვნების ჩამოყალიბებაზე. ჰიპოკრატეს სახელი განუყოფელია მედიცინის, როგორც ფილოსოფიური მეცნიერებისგან. იგი ცდილობდა მედიცინა შეეთავსებინა და იმავდროულად გამოეყო ფილოსოფიისგან. ორივე მათგანს თავის საზღვრებს უწესებდა. ის წერდა: ,,საჭიროა სიბრძნის მედიცინაში გადატანა და მედიცინის - სიბრძნეში,“ ვინაიდან ექიმი-ფილოსოფოსი ღმერთის სადარია. ჰიპოკრატეს მოძღვრების მიხედვით, ადამიანი მკვრივი და თხევადი შემადგენლობისაა და ამ ცოცხალ ორგანიზმს საფუძვლად უდევს 4 ელემენტი, ისინი თავისი თვისებებით ნატურალური ფილოსოფიის 4 ელემენტის ანალოგიურია. სისხლი წყალს შეესაბამება, ფლეგმა-ჰაერს, შავი ნაღველი - მიწას, ყვითელი - ცეცხლს. იგი წერდა: „მათგან შედგება სხეულის ბუნება, ავადმყოფობაც და ჯანმრთელობაც მაგათზეა დამოკიდებული.“ ჰიპოკრატე თლიდა, რომ თხევად გარემოზე იყო დამოკიდებული ავადმყოფობის მიმდინარეობა. მისი წარმოდგენით ამ სითხეებს სხვადასხვა თვისებები ახასიათებთ.ისინი არეგულირებენ სხეულის სიმშრალეს, სინოტივეს, სიცხესა და სიცივეს. მათი თანაფარდობა განსაზღვრავს სხეულის წონასწორობას და ,შესაბამისად, ორგანიზმის ჯანმრთელობას. ჰიპოკრატე წერდა, რომ ამ 4 ელემენტის შერევა ქმნიდა ადამიანის ‘’ტემპერამენტს.’’ ამ ტემპერამენტზე დაყრდნობით მოხდა ადამიანის 4 ძირითადი ტიპის განსაზღვრა. ამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით, ვეწვიე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკას და გავეცანი 1921 წელს გამოშებულ გაზეთ ‘’სოფლის ცხოვრებაში’’ მოცემულ ერთ-ერთ სტატიას. სისხლჭარბობის დროს - სანგვინიკი, ლორწოს სიჭარბე - ფლეგმატიკი, ყვითელი ნაღველის სიჭარბე - ქოლერიკი, შავი ნაღველი - მელანქოლიკი. ჰიპოკრატემ, პირველმა მედიცინის ისტორიაში, დაიწყო ავადმყოფების ისტორიების წარმოება . მათში დაწვრილებით აღრიცხავდა ყველა სიმფტომსა და სინდრომს. აღსანიშნავია, რომ მან საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში გავრცელებულ ეპიდემიურ დაავადებებზე დაყრდნობით შეადგინა 42 მინიატურული ავადმყოფის ისტორია. ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ზემოთხსენებული საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გაზეთი ‘’სოფლის ცხოვრება’’ ჰიპოკრატე იყენებდა მკურნალობის ორ მეთოდს: 1.ფარმაცევტულს, რომელიც მოიცავდა სისხლის გამოშვებას, ქილების დაკვრას, სასაქმებელს, გულის არევას, შარმდენი ხერხების გამოყენებას. და 2. ჰიგიენო-დიეტურს, რომელიც გულისხმობდა დიეტურ მკურნალობას, რომელიც თავისთავად განსაზღვრავდა ჰიგიენურ რეჟიმსაც. სწორი კვების რეჟიმის დაცვას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭბდა ჰიპოკრატე. ამით მან სათავდე დაუდო რაციონალურ დიეტოლოგიას. სამედიცინო სამყაროში დამკვიდრდა რამდენიმე ფართოდგავრცელებული სამეცნიერო ტერმინი, უშუალოდ დაკავშირებული ჰიპოკრატეს სახელთან. მაგალითად: ყველასთის ცნობილი „ჰიპოკრატეს ფიცი,“ რომელიც აყალიბებს ექიმის ქცევის მორალურ ნორმებს. ის პირობითად ჰიპოკრატეს მიეწერება, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ფიცის წარმოშობა ჰიპოკრატეს ცხოვრებამდე გაცილებით ადრეულ ხანას მიეკუთვნება და მისი ადრინდელი ვარიანტი ჯერ კიდევ ეგვიფთეშ არსებობდა. ამ თემაზე მუშაობისას ინტერესი გამიჩნდა იმის შესახებ თუ რამდენად იცოდა საზოგადოებამ სამედიცინო სფეროში დამკვიდრებული ჰიპოკრატეს ტერმინების შესახებ, ამიტომ ჩვატარე კვლევა კითხვარების სახით. გამოვიკითხე 60 ადამიანი და აღმოჩდა, რომ გამოკითულთა ჰიპოკრატეს სკამის შესახებ იცოდა 35%-მა, ჰიპოკრატეს ქუდის შესახებ ცნობილი იყო 17%-ისთვის, ჰიპოკრატეს შხეფის ხმა იცოდა 10%-მა, ჰიპოკრატეს ფრჩხილი 15 %-მა და 18%-ისთვის არცერთი იყო ცნობილი. მაგალითდ ‘’ჰიპოკრატეს სახე“ - ეს არის ტკივილით გაწამებული ადამიანის სახე, ჩვეულებრივ სიკვდილის წინ ან მუცლის დროს მწვავე ანთების დროს. ამ ტერმინში იგულისხმება მომაკვდავის გარეგნობის კლასიკური აღწერა. მისთვის დამახასიათებელია მომაკვდავის ან გარდაცვლილის სახის ნაკვთების სწრაფი ცვლილება, გაშვება, განურჩეველი გამომეტყველება, ჩავარდნილი ლოყები და თვალები, მიწისფერი შეფერილობის კანი. ჰიპოკრატეს შხეფის ხმა - ასე ეწოდება მედიცინის ტერმინოლოგიაში ხმაურს, რომელიც წარმოიშვა პლევრალური ღრუს მიდამოებში, როცა მასში გროვდება სითხე და ჰაერი. ეს ხმა ისმის, როგორც სითხის ხმაური ავადმყოფის მკერდის შენჯღრევისას და სხვა თანამედროვე საშუალებებთან ერთად ავადმყოფის დასადგენად დღესაც დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს. ჰიპოკრატეს სკამი - ორთოპედიული დაზგა, რომელსაც ჰიპოკრატე იყენებდა ქირურგიული ოპერაციების დროს ან მერე, მოტეხილობების , ნაღრძობების, დაჭიმვების სამკურნალო მეთოდს სპეციალური აპარატის საშუალებით. ჰიპოკრატეს ქუდი - თავის დაზიანების სამკურნალოდ ნახვევის გამოყენების განსაკუთრებული მეთოდი. ჰიპოკრატეს ფრჩხილი - ქრონიკული დაავადება, ფრჩხილის თავისებური დეფორმაცია ეგრედწოდებული „საათის მინის მსგავსი ფრჩხილი“ პირველად ნახსენებია ჰიპოკრატეს მიერ. დაავადება გამოხატულია მხოლოდ ხელებზე. ამრიგად, დიდი ჰიპოკრატეს სახელი უკვდავყოფილია არამარტო სამეცნიერო აღმოჩენებით, მოძღვრებით, მის მიერ შემუშავებული სამედიცინო ტერმინოლოგიით აფორიზმებით, არამედ არამედ საზოგადოების წინაშე ექიმთა ფიცით განმტკიცებული ვალდებულებებით.