რეგისტრირებულია: შაბათი, 18 თებერვალი 2012 წ. 13:16
შეტყობინებები: 28
გამარჯობათ,ძალიან მაწუხებს ეს პრობლემა.მშობიარობის მერე დამემართა.გამიღიზიანდა უკანა ტანი და 2-3წელია რაც ეს მაწუხებს.ჩემით ვყიდულობ რელიფის სანთლებს და ამით ვმკურნალობ.ცოტახანი გამივლის მერე ისევ მეწყება ტკივილები და ცოტა სისხლიც გამომდის.თქვენ რას მირჩევთ,როგორ ვიმკურნალო?
აიღეთ კარტოფილი უმი გაფრცქვენით და გამოთალეთ წვრილი სანთელი ამოავლეთ თაფლში და ღამე ძილის წინ გაიკეთეთ, როგორც სანთელი დილით დეფეკაციის დროს თვითონ გადმოვარდება. ასე მოიქეცით 15 დღე. განიკურნებით!!!!!!!!!!!!!
რეგისტრირებულია: შაბათი, 18 თებერვალი 2012 წ. 13:16
შეტყობინებები: 28
გამარჯობა ქრანი.ძალიან მიშველა თქვენმა წამალმა.კიდევ ერთი პრობლემა მაწუხებს და მინდა რო რამე მირჩიო.მაწუხებდა კუჭი გავიკეთე რენდგენი და აღმომაჩნდა თორმეტგოჯა ნაწლავზე წყლული.დამინიშნა ექიმმა მკურნალობა,მაგრამ ვერ ვიმკურნალე.ორსულათ დავრჩი და არ მივიღე ეს წამლები.მარტო სიმალგელი დავლიე,მაგრამ არ მიშველა.ეხლა კუჭის ტკივილი იმდენად ისე არ მაწუხებს, როგორც გულძმარვა.იქნებ რამე მირჩიოთ
დილით უზმოზე მიიღეთ 200 მილილიტრი უმი კარტოფილის წვენი. 3-ჯერ დღეში ჭამიდან 30 წუთის შემდეგ მიიღეთ 30 წვეთი ცოტა წყალში გახსნილი ფუტკრი დინდგელის წვეთები. შუადღეს გადაყლაპეთ სუფთა თაფლის სანთელი 2 გრამი. მკურნალობა კომპლექსურიაა და გრძელდება 20 დღე!!!!!!!!!!!!!!
რეგისტრირებულია: შაბათი, 18 თებერვალი 2012 წ. 13:16
შეტყობინებები: 28
რა მაინტერესებს კარტოფილი გასაგებია.დინდგელის წვეთები აფთიაქში იყიდება, თუ მე უნდა დავამზადო?სუფთა თაფლის სანთელი გასაგებია.ტაძრებში რომ იყიდება მასეთს მეუბნევით ხო?
დინდგელის წვეთები ჩვეულებრივ აფთიაქში იყიდება. თაფლის სანთელი ბაზარშიც არის და სპეციალიზირებულ, ფუტკრის პროდუქტების მაღაზიაშიც (მაგალითად თამარ მეფის გამზირზე, ძველი კინოსტუდიის მოპირდაპირედ მდებარე მაღაზიაში - ჯობია ხარისხიანი ასეთ მაღაზიაში შეიძინოთ, ბაზარში გამოცდილმა ადამიანმა უნდა შეარჩიოს: პარაფინ ნარევი რომ არ შემოგაჩეჩონ. ხარისხიან დინდგელის წვეთებიც მანდვე ექნებათ, ან მწვანე აფთიაქებში).