იგი წარმოიშვა და განვითარდა ევროპაში და სადღეისოდ ფართოდ არის განვრცელებული მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნაბში. დასავლური მედიცინა თავის ძალისხმევას პირდაპირ ორგანოზე ან დაავადებაზე წარმართავს. თუ მაგალითად ადამიანს გული აქვს დაავადებული, მაშინ დასავლური მედიცინის წარმომადგენლები მას პირდაპირ გულის სამკურნალო საშუალებებს უნიშნავენ. მართალია მთელი ორგანიზმის გამაჯანსაღებელ საშუალებებსაც იყენებენ, მაგრამ ამას მეორე ხარისხოვანი დატვირთვა აქვს. ასეთი მიდგომის დადებით თვისებად თვლიან დაავადების შედარებით მოკლე დროში შემცირებას. დასავლური მედიცინის ძირითადი მიღწევები გამოკვეთილად ჩანს ქირურგიაში და, თანამედროვე ტექნიკის წყალობით, დიაგნოსტიკაში. სამწუხაროდ თერაპია ამით ვერ დაიკვეხნის. ცალკე აღნიშვნის ღირსია თანამედროვე ქიმიის მიღწევების ფარმაცევტულ მრეწველობაში გამოყენება. სინთეზური და კომპოზიციური წამლები იმდენად ფართოდ გამოიყენება, რომ ადამიანის საერთო ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგება. ქიმიური მეთოდებით დამზადებული წამლების უარყოფითი შედეგების უკეთ გასაგებად საჭიროა უფრო დაწვრილებით შევეხოთ ამ საკითხს. ბუნებაში არსებული ყველა არსებასთან შედარებით ადამიანი გამოირჩევა აგებულების სირთულით და სრულყოფით. ადამიანი მრავალფუნქციური და მოაზროვნე არსებაა. დედამიწის რთულ გარემოში სიცოცხლის უნარიანობისა და არსებობისათვის იგი აღჭურვილი არის ძლიერი დამცავი მექანიზმით, რაც კარგად ჩანს საჭმლის მიღების პროცესში. ორგანიზმში მოხვედრამდე საკვები სამ დამცავ ბარიერს გაივლის: ჯერ იგი მოწმდება ვარგისიანობაზე პირში გემოვნების მიხედვით - თუ არ მოგვეწონა, მაშინ ჩვენ მას უკან გადმოვაგდებთ. შემდეგ ამისა საკვები მოწმდება კუჭში შესაბამისი ფერმენტებით, აქაც ტესტირებით დაწუნების შემთხვევაში ორგანიზმი მას იშორებს პირღებინებით. და ბოლოს, საკვების ვარგისიანობა მოწმდება ნაწლავებში - თუ იქ ვერ დააკმაყოფილებს ვარგისიანობის მოთხოვნებს, მაშინ კუჭის აშლით გარეთ გამოიდევნება. ეს შემოწმების სისტემა გათვლილია ბუნებრივად შექმნილი საკვებისათვის - ცხოველური თუ მცენარეული წარმოშობის საკვებისათვის. ამდენად, ხელოვნური გზით მიღებული პროდუქტი, იქნება ეს ქიმიური სინთეზური წამალი, თუ გენმოდიფიცირებული საკვები, ორგანიზმის შესამოწმებელი სისტემისათვის უცნობი რჩება. ამიტომ ისინი თითქმის უპრობლემოდ შეითვისებიან ორგანიზმის მიერ და ასევე ძნელად გამოიდევნებიან სხეულიდან. ამის ნათელი მაგალითია ქიმიური წამლებით ტოქსიკოზი (მოწამვლა), რომლის განკურნებაც ძალიან ძნელად მიმდინარეობს, საჭირო ხდება დიდი ხნის განმავლობაში ორგანიზმის გარეცხვა შესაბამისი გამანეიტრალებელი რეაგენტებით (საშუალებებით). კაცობრიობისათვის განსაკუთრებით დიდ საშიშროებას ქმნის გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტების საკვებად მოხმარება. ჯერ კიდევ ბოლომდე არც კია შესწავლილი ასეთი პროდუქტების ადამიანზე დამღუპველი ზემოქმედების შედეგები. ამ მხრივ აღსანიშნავია ევროკავშირის გადაწყვეტილება, ასეთი გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების მის ტერიტორიაზე შეტანის აკრძალვაზე. სამწუხაროდ, დიდ მოგებას დახარბებული მწარმოებელი ფირმები მესამე რიგის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, ფართოდ ნერგავენ გადაგვარებული (გენმოდიფიცირებული) საკვები მცენარეების გამრავლებას და ასეთი მცენარეებით გამოკვებილი შინაური ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენებას. ეს დამღუპველი ტექნოლოგიაა!
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა climemusog1979 Questo Casinò Legiano costituisce una piattaforma [ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 19:26
დაამატა bakbak 강남 세이렌는 방문하시는 모든 분들께 품격 있는 휴식과 최상의 서비스를 제공하기 위해 사소[ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 19:25
დაამატა flirkairite1973 Scopri Legiano Casino Italia: bonus di benvenuto d[ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 19:25
დაამატა schalinhaidtheh1980 Beton Red Casino Ihr Spielerlebnis in deutscher Sp[ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 16:45
დაამატა gangeconri1979 At NineCasino kombinieren wir eine extensive game [ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 16:43
დაამატა collletnighlea1978 Wish to increase your prizes? Exclusive benefits F[ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 14:02
დაამატა codideni1982 BetOn Red is a certified online casino and sportsb[ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 13:59
დაამატა piafullturno1973 Flagman Casino Deutschland: Begrüßungsbonus bis zu[ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 11:16
დაამატა bakbak 강남 세이렌는 방문하시는 모든 분들께 품격 있는 휴식과 최상의 서비스를 제공하기 위해 사소[ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 09:43
დაამატა bakbak 특별한 날, 귀한 손님을 모시고 격조 높은 시간을 보내고자 하신다면 망설임 없이 최고의 시[ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 09:35
ბოლო კომენტარები
[შემცველობა] Great Google Info ავტორი FrankJScott თარიღი ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2026 წ. 17:32 I think you could probably google that
[შემცველობა] Top Rated Google Site ავტორი FrankJScott თარიღი ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2026 წ. 16:52 I think you could probably google that
[შემცველობა] Topgirlsmumbai ავტორი topgirlsmumbai თარიღი შაბათი, 03 ოქტომბერი 2026 წ. 16:28 Nice blog with practical information. Thanks for s [ვრცლად...]