ბიოქიმიური დიაგნოსტიკა მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის შემადგენლობას, მასში შემავალი ნაერთების სტრუქტურას, თვისებებსა და ლოკალიზაციას, აგრეთვე მათი წარმოქმნის გზებსა და კანონზომიერებებს. ადრეულ პერიოდში ბიოქიმიური დიაგნოსტიკა არ არსებობდა, ამდენად იმ დროინდელ ადმიანებს ავადმყოფობაზე ინფორმაციას სიმპტომატიკური დიაგნოსტიკა აძლევდა, რომელიც შეძლებისდაგვარად არკვევდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. მაგ.; ძველ დროში, თუ ადამიანი ფერმკთალობით გამოირჩეოდა, იმ-დროინდელი ექიმები, თვლიდნენ, რომ მას სისხლის პრობლემები ჰქონდათ. ასევე არკვევდნენ ჰემოგლობინის დაბალ დონესაც, რასაც თვალში ჩახედვით ადგენდნენ: თუ თვალის ქვედა ნაწილი ფერმკთალი იყო, მაშინ ისინი ჰემოგლობინის ასაწევ სამკურნალო საშუალებებს ნიშნავდნენ. იმ პერიოდისთვის შაქრიან დიაბეტს შარდის გემოს გასინჯვით ადგენდნენ და არც თუ ისე მცდარად. ავადმყოფის დაავადებებს შარდის ფერის საშუალებებით ადგენდა დავით ბაგრატიონი. მის წიგნში “იადიგარ დაუდი” მოთხრობილია ამის შესახებ. თუ შარდი წითელი და მღვრიე იყო, სისხლის სიმრავლის და სიმხურვალის ნიშნად მიაჩნდა. მოლურჯო და მღვრიე შარდი მიანიშნებდა, რომ ავადმყოფს ორგანიზმში ბევრი ლორწო ჰქონდა. ავადმყოფობის ამოსაცნობად იმდროინდელი ექიმები მიმართავდნენ ნახველის და განავლის დათვალიერებას. თუ ნახველი შავი იყო და თანაც სისხლიანი, მაშინ ავადმყოფი ფილტვების მძიმე სენით იყო დაავადებული. ჩირქით სავსე ნახველი ფილტვების ანთებაზე მიგვანიშნებდა. ბლანტი და სუნიანი ნახველი ფილტვებისა და ბრონქების დაავადებაზე მიგვითითებდა. დაავადებების სრულყოფილმა ბიოქიმიურმა გამოკვლევებმა XX საუკუნეში დაიდო სათავე. აქედან მოყოლებული დაიწყო სისხლის, შარდის, ექსკრემენტის სრული გამოკვლევა და რეალურად დადგინდა ავადმყოფობის მიზეზები, რაც დაკავშირებული იყო მაგალითად სისხლში ჰემოგლობინის დონესთან, ჰემატოკრიტზე, ერითრიციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობასთან, გლუკოზის, ცილაის დონესთან, ბილირუბინზე, ტრანსამინაზზე, კრეატინზე და ბევრ სხვაზე. განვიხილოთ თუ რას წარმოადგენს და რას განსაზღვრავს სისხლში ზემოთ ხსენებული მახასიათებლები: • ჰემოგლობინი ეს ისეთი ცილაა, რომელიც შედის ერით-როციტებში და “პასუხს აგებს” ჟანგბადის მოლეკულების გადატანაზე ფილტვებიდან ორგანოებსა და ქსოვილებში, ხოლო ნახშირორჟანგის კი პირიქით - ფილტვებისაკენ; • ერითროციტები - ეს უჯრედებია, რომელთაც გადააქვთ ჰემოგლობინი. იგი არის სისხლის წითელი ბურთულები. ისინი წარმოიშვებიან ძვლის ტვინში. • ერითროციტებთან ერთად სისხლის შემადგენლობაში არის ლეიკოციტები - ეს უჯრედები პასუხს აგებს ორგანიზმში მოხ-ვედრილ ინფექციაზე. • სისხლში აგრათვე არის თრომბოციტები - ეს უჯრედები მონაწილეობენ სისხლის შედედებაზე. მათი შემცირება შეიძლება მიუთითებდეს იმუნოლოგიურ დაავადებაზე. • სისხლის ფორმულაში აღსანიშნავია როე - ერითროციტების დალექვის სიჩქარე, თუ მისი ნორმა აიწია სისხლში, ნიშნავს, რომ ორგანიზმში მიმდინარეობს ანთებითი პროცესი. • სისხლში არსებული ჰემოტოკრიტი გვიჩვენაბს, რამდენი პროცენტია სისხლში ერითროციტი, ლეიკოციტი და თრომბოციტი მისი თხევადი ნაწილის პლაზმის მიმართ. თუ ჰემოტოკრიტი იზრდება ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს მკვეთრად არ ყოფნის სითხე; თუ მცირდება ადამიანმა ან სისხლდენა გადაიტანა ან გაცივდა, ან მკვეთრად აქვს დაქვეითებული სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნა. სისხლის ოთხმოცდაათი პროცენტი წყალია. მასში კი გახსნილია ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მარილები და მრავალი სხვა. აი, რატომაა მნიშვნელოვანი სისხლის ბიოქიმიური ანალიზი. მას აკეთებენ მაშინ, როდესაც ადმიანის ორგანიზმის სიჯამრთელეა დასადგენი. პირველ რიგში იკვლევენ გლუკოზის დონეს. გლუკოზის დონის დაწევა სისხლში მაშინ ხდება, თუ ადამიანს დიდხანს არ უჭამია, ხოლო თუ რეგულარულად იკვებება, მისი დონე ზომიერია. გლუკოზის მომატება ხდება შაქრიანი დიაბეტის დროს, როდესაც კუჭუკანა ჯირკვალი (პანკრეასი) სათანადო მოცულობის ინსულინს (ჰორმონია) ვერ გამოიმუშავებს. ამავ დროულად სისხლში ცილის ნორმა “ეცემა”. იგი მიგვითითებს ღვიძლის და თირკმელების მუშაობის დათრგუნვაზე. ასევე ამ დროს ნორმიდან ქვევით იწევა ალბუმინის (სისხლის პლაზმის ძირითადი ცილა - საერთო ცილის 40% მდგენელი) შემცველობა, რომელსაც ღვიძლი გამოიმუშავებს. ასევე იკვლევენ ბილირუბინს, რომელიც ნაღველის ყვითელი ფერის პიგმენტია და რომლის რაოდენობითაც მსჯელობენ ღვიძლის მუშაობის ხარისხზე. მისი მომატება ღვიძლის ჰეპატიტის, სიყვითლის (ბოტკინის დაავადება), ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების დროს ხდება. მომატებული ბილირუბინი ზრდის ერითროციტების დაშლას. სისხლში ტრანსამინაზები (საერთო თვისებების ფერმენტების ერთობლიობა, რომლებიც ნორმის ფარგლებში ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან იცავენ და აზოტის რეგულირებას უწყობენ ხელს) იმატებს ღვიძლის ციროზისა და დიაბეტის დროს, როდესაც ავადმყოფი ბევრ მედიკამენტებს ღებულობს. ასევე იმატებს გულის მიოკარდის ინფარქტის დროს და ა.შ. სისხლის ანალიზის დროს ადგენენ კრეატინინის დონეს, რომელსაც გამოიმუშავებს ღვიძლი და რომელიც კუნთოვანი ქსოვილის საკვებია. მისი ნორმაზე ნაკლებობას იწვევს შიმშილობა, ვეგეტარიანული საკვები, ხოლო მომატებული დონე მიგვანიშნებს თირკმლის უკმარისობისაზე. ბიოქიმიური დიაგნოსტიკის სახეობაა შარდის ანალიზი, როდესაც ადგენენ: შარდში ლეოკოციტების საერთო რაოდენობას, შარდის ფერს, გამჭვირვალობას, ხვედრით წონას, ნიტრიტებს, ცილას, გლუკოზას, კეტონური სხეულებს, სისხლს და სხვას. კიდევ ერთი სადიაგნოსტიკო მეთოდი არის ბიოფსია, როდესაც ცოცხალი ორგანიზმიდან ამოკვეთენ ავადმყოფურად შეცვლილ ქსოვილს და შემდეგ მიკროსკოპით იკვლევენ მასში პათო-ლოგიბს.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>equilibrador[ვრცლად...] ორშაბათი, 31 მარტი 2025 წ. 22:34
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>diagnóstico de[ვრცლად...] ორშაბათი, 31 მარტი 2025 წ. 21:33
დაამატა Randyinjet Our premier limousine service offers luxurious and[ვრცლად...] ორშაბათი, 31 მარტი 2025 წ. 13:42
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>equilibrador[ვრცლად...] ორშაბათი, 31 მარტი 2025 წ. 00:50
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>Velocidad crit[ვრცლად...] კვირა, 30 მარტი 2025 წ. 19:13
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>Vibracion meca[ვრცლად...] კვირა, 30 მარტი 2025 წ. 13:27
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>Velocidad crit[ვრცლად...] კვირა, 30 მარტი 2025 წ. 12:51
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>analizador de [ვრცლად...] კვირა, 30 მარტი 2025 წ. 12:30
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>Balanceadora[ვრცლად...] კვირა, 30 მარტი 2025 წ. 12:09
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>Vibrometro[ვრცლად...] კვირა, 30 მარტი 2025 წ. 08:23