ძველთაგანვე ჯერ კიდევ ადრეულ ხანებში იყენებდნენ გარკვეულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც მზეზე ათბობდნენ და ასეთი სახით ცდილობდნენ გარკვეული დაავადებების შველას. ეს იყო იმ დროს ავადმყოფის სამკურნალო ე.წ. აპარატი. XX საუკუნის 50-60-იან წლებში შეიქმნა შედარებით უნივერსალური სასწაულებრივი ტექნოლოგია - ლაზერული. 1964 წელს ამ ტექნოლოგიის შემქმნელებს: ა.პროხოროვს, ნ. ბასოვს და ჩ. ტაუნს მიენიჭათ ნობელის პრემია. ამ ტექნოლოგიაში გამოყენებულია ელექტრომაგნიტური ძალის ერთ-ერთი სახეობა - სინათლის სხივის ენერგია. თვით სიტყვა “ლაზერი” შედგენილია ინგლისური წინადადების სიტყვების პირველი ასოებისაგან - “Light Amplification by Stimulated Emission of Radiation”, რაც თარგმანში ნიშნავს: “სინათლის სხივის გაძლიერება იძულებითი გამოსხივებით.” ლაზერულმა ტექნოლოგიამ დიდი გამოყენება ჰპოვა მთელ რიგ დარგებში, მაგრამ მისი შესაძლებლობები ამოუწურავია. მის საფუძვლად გამოყენებულია ატომის (მოლეკულის) აგზნება, რის შედეგადაც იცვლება მათი ენერგეტიკული მდგომარეობა და როდესაც ისინი უბრუნდებიან საწყის დონეს გამოასხივებენ სინათლის სხივს. ლაზერულმა ტექნოლოგიამ ფართო გამოყენება ჰპოვა სამედიცინო თვალსაზრისით. ქირურგიული ოპერაციების შესრულების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამ ფაქტორს: ნაკლებ მტკივნეულობა, სისხლის ნაკლები დაკარგვა და ინფექციის შეჭრის მაქსიმალური შეზღუდვა. ჩვეულებრივი ქირურგიული დანის (სკალპელის) გამოყენების შემთხვევაში ეს ფაქტორები მოქმედებენ.
ლაზერული სკალპელი
ლაზერის სხივს შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია. და უკანასკნელი ორი პირობა: ნაკლები სისხლის ღვრა და დეზინფექცია, განახორციელოს წარმატებით. ყოველი ლაზერული სხივის გავლის შემდეგ იკვეთება 2-3 მმ სის-ქის ქსოვილი. ამ დროს ხდება განაჭერი ადგილების სისხლძარღვების მოწვა (კოაგულაცია). ასეთი მეთოდი განსაკუთრებით კარგ შედეგებს იძლევა, როდესაც საქმე გვაქვს სიმსივნიან ავადმყოფებთან, რადგან ამის საშულებით აღარ ხდება სიმსივნიანი უჯრედების გადასვლა ჯანსაღ უჯრედებზე. ლაზერის სხივი გამოიყენება აგრეთვე ატკეცილი თვალის ბადურის თავის საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად. ლაზერის სხივს იყენებენ თვალის მხედველობის აღდგენის ოპერაციე-ბის შესრულებისას, ლაზერს ასევე იყენებენ არასასურველი თმის ეპილაციის დროს. დღეს დღეისობით მსოფლიოს მრავალ სამედიცინო-კვლევით ცენტრში მიმდენარეობს ლაზერის სხივის გამოყენების არეალის გასაზრდელი კვლევები.. მისი საშულებით ატარებენ ექსპერიმენტებს ავთვისებიანი სიმსივნეების განკურნებისათვის, სტომატოლოგიაში კბილის დამუ-შავებისათვის ბორმანქანის შესაცვლელად, სხვადასხვა დაავადების თერაპიის გასაუმჯობესებლად. სათანადო გამოყენება უკვე იპოვა ლაზერის სხივმა სამედიცინო დიაგნოსტიკის შემთხვევაშიც. ისმის კითხვა, თუ რა შეუძლია ლაზერულ სხივს ხვალ, მომავალში? საჭიროა სერიოზული კვლევის ჩატარება ლაზერული სხივის ბიოლოგიურ ქმედებაზე. დღემდე ჩვენთის უცნობია ლაზერული გამოსხივების ბიოლოგიურ ობიექტზე ზემოქმედების მექანიზმი, განსაკუთრებით კი თვით ლაზერის სხივის მახასიათებლების მიხედვით (ლაზერული სხივის ინტენსივობა, ტალღის სიგრძე და სხვა პარამეტრები) სხვადასხვა ავადმყოფობის მიმდინარეობაზე და მკურნალობის მეთოდებზე. ცნობილია ჩინური თერაპიით ნემსებით მკურნალობა. ეს ტექნოლოგია თავისი ბუნებით ემსგავსება ლაზერულ ტექნოლოგიას (“ჩხვლეტა” ლაზერული სხივით). დღეს წარმატებით იყენებენ ჰელიო-ნეონური ლაზერის სხივს 0,1 ვატის სიმძლავრით და ღებულობენ ხელის მტევნების სისხლძარღვების ფოტოსურათებს. უნდა აღინიშნოს, რომ რენტგენის საშულებით ასეთი სურათის მიღება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ადრე იქნება დადგენილი ავთვისებიანი სიმსივნე, მით უფრო ადვილია მასთან ბრძოლა. ამ მიზნებისათვის შესაძლებელია ულტრაიისფერი ლაზერული სხივის გამოყენება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება გროვდება ავთვისებიან სიმსივნეში და ისინი იწყებენ ულტრაიისფერ ნათებას, რაც გაგვიადვილებს სიმსივნის აღმოჩენას. ამ გამოსხივების მიხედვით შეგვეძლება დავადგინოთ არა მარტო სიმსივნის წარმოქმნის ფაქტი, არამედ სიმსივნის ზომები და მისი წარმოქმნის დროც კი. ლაზერული ტექნოლოგიის განვითარებამ გამოიწვია მოქნილი, წვრილი ბოჭკოვანი შუქგამტარი მილების შექმნა, რაც ადვილად შეჰყავთ ორგანიზმში სხვადსახვა ქირურგიული ოპერაციების შესასრულებლად. ასევე დიდი კვლევებია ჩატარებული ლაზერულ ინფრაწითელ გამოსხივებაზე, ძვლის ტვინზე მისით ზემოქმედებაზე და სისხლის სხვადასხვა სახის ავადმყოფობის განკურნებისათვის. აღნიშვნის ღირსია კანის ზედაპირზე ბიოაქტიურ წერტილებზე გარკვეული ფორმის და ამპლიტუდის ელექტრო-ინმპულსებით ზემოქმედების სამკურნალო მეთოდი, რომელიც რუსული წარმოების აპარატით СКЭНАР-ით (СамоКонтролируемый Энерго Нейро Адаптивный Регулятор) სრულდება.
“სკენარი”
ამ აპარატით, რომელიც ტელევიზორის სამართავი პულტის ტოლია, ხდება სხეულის ზედაპირზე განლაგებული ბიოლოგიურად აქტიური წერტილების გაღიზიანება, რითაც ორგანიზმის შესაბამისი ორგანოებისა და ნაწილების ინტენსიური მკურნალობა ხორციელდება. ეს მეთოდი ეფუძნება ჩინური მედიცინით განსაზღვრული ბიოლოგიურად აქტიური წერტილებზე დაჭერით, ჩხვლეტით ან მოწვით მკურნალობას. “სკენარი”-თ შესაძლებელია სახლის პირობებშიც საკმაოდ რთული პათოლოგიური დაავადებების (მოტეხილობა, გულ-სისხლძარღვათა დაავადებები, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ღვიძლის, შარდ-სასქესო სისტემის და სხვა დაავადებები) მორჩენა. დარტყმითი-ტალღური თერაპიის აპარატით ხდება სხეულის დაზიანებულ ნაწილებზე მაღალ ენერგეტიკული და იმპულსური ვირბრაციებით ზემოქმედება, რის შედეგადაც ხდება ქსოვილებში გამაგრებების, მარილების, სიმსივნური წარმონაქმნების დაშლა, უმჯობესდება ქსოვილებში მიკროცირკულაცია და ნივთიერებათა ცვლა.
დარტყმითი-ტალღური თერაპია
დარტყმითი-ტალღური თერაპია გამოიყენება არტჰრიტის, წელის ტკივილის, ოსტეოქონდროზის, კუნთების ტკივილის, სპორტული ტრამვების და სხვათა სამკურნალოდ. ასევე წარმატებით გამოიყენება თანამედროვე მედიცინის მიერ ულტრაბგერითი ტექნიკა. მაგალითად ულტრაბგერითი ტალღებით ხდება თირკმელებში და შარდსადინარებში ქვების დაშლა. ამ დროს დისტანციურად ხდება ქვებზე ფოკუსირება და მძლავრი იმპულსური ულტრაბგერითი დარტყმითი ტალღით ხდება ქვის დაშლა.