როგორც თქვენი მონაწერიდან გავიგე, თქვენ ყველაფერი წესრიგში გქონიათ, პრობლემა მეუღლეშია, მაგრამ თქვენც არ გაწყენდათ პატარა მკურნალობა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე; ამიტომ თქვენ მიიღეთ დღეში 3 ჯერ 30 წვეთი ვალერიანის წვეთები; დღეში 1 ფილა შოკოლადი; და ზოგიერთი რამ რაც მეუღლეს დაენიშნა თქვენც მიიღებთ: მეუღლის დანიშნულება: 1 თვის განმავლობაში დღეში 2-ჯერ მიიღოს 1 კაფსულა მუმიო(ტიანშანის) 200 მილილიტრი სტაფილოს და 50 მილილიტრი ისპანახის წვენით. (დილით და საღამოს)! ამას თქვენც დალევთ. 1 თვის განმავლობაში ერთხელ დღეში 200 მილილიტრი შვრიის და ქერის ნახარში, (მომზადების წესი: აიღეთ 100 გრამი შვრია და 100 გრამი ქერი დაასხით 1 1/2 ლიტრი მდუღარე ადუღეთ, რომ გახდეს 1 ლიტრი, გადაწურეთ და მიიღეთ ყოველ დღე-ინახება მაცივარში, რომ გამოიღებთ შეათბეთ); (მარტო მეუღლე სვამს) 10 დღე მიიღოს დღეში 1 კაფსულა ”გოლდრეი” , ასე მოიქეცით 3-ჯერ. ე.ი. 10 დღე მიიღეთ, 10 დღე დაისვენეთ. (ამას თვენც სვამთ) 1 თვის განმავლობაში დღეში მიიღეთ 200 მილილიტრი პომიდორის წვენი. (მარტო მეუღლე) 1 თვის განმავლობაში მიირთვით დღეში 300 გრამი თევზი სკუმბრია, სხვადასხვა საკვებთან ერთად, ანუ დღის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს სკუბრია. (ამას თქვენც მიირთმევთ) 1 თვის განმავლობაში ღამე ძილის წინ მიიღეთ 200 მილილიტრი ძროხის(ოჯახის) რძე და დანის წვერით ვანილით. (მარტო მეუღლე) 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ დღეში 30 წვეთი ვალერიანის წვეთები.გისურვებთ გამოჯანმრთელებას!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ყველაფერი კარგად იქნება მალე პატარა გეყოლებათ***************************************
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2011 წ. 18:24
შეტყობინებები: 7
ქრან, იმ შემთხვევაში თუ ფოლიკულიც სკდება, მაგრამ ბაზალური ტემპერატურა დაბალია, შეიძლება გამოიჭვიოს უშვილობა? ან რა უნდა ვქნა ამ შემთხვევაში? მადლობას გიხდით წინასწარ.
როდესაც პრობლემა ბაზალურ ტემპერატურის აწევაშია, ეს ჰურმონების დისბალანსის ბრალია, ამიტომ უნდა დაინიშნოს ჰორმონების მოსაწესრიგებელი მკურნალობა, თუ ჩაიტარებთ მომწერეთ და მკურნალობა დაგენიშნებათ.