ცალკე აღნიშვნის ღირსია სამედიცინო ტექნოლოგიები ძველ ინდოეთში. იქაური მკურნალობის მეთოდების შესახებ ყველაზე სრულ წარმოდგენას იძლევა ჩვ. წ. აღრიცხვამდე II საუკუნეში შექმნილი ორი სამედიცინო ტრაქტატი, რომლებიც იმდროინდელ ექიმებს - ჩარავარას და სუშრუტს ეკუთვნის. ამ ტრაქტატებში მოყვანილი სამკურნალო მეთოდები ეფუძნება მცენარეულ, ცხოველურ და მინერალებით მკურნალობებს. ინდური სამედიცინო ცოდნა ეფუძნება აიურვედას (სანსკრიტულად სიცოცხლის არსი, მნიშვნელობა) - ინდური ვედური მე-დიცინის სისტემას, რომლის ფესვებსაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 50 საუკუნით ათარიღებენ!!! ინდური ეპოსის (ვედები) თანახმად ბრაჰმამ (უზენაესმა შემოქმედმა) გაანდო მედიცინის საიდუმლოები ერთ-ერთ ღმერთს (დაქშას), რომელმაც ეს ცოდნა გადასცა ღვთიურ ტყუპებს - აშვინებს, რომლებიც ითვლებოდნენ “უდიდეს მკურნალებად”. ასეთი გზით ადამიანებმა ისწავლეს მკურნალობა. ძველ ინდოეთში სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონდათ ადამიანის აგებულების შესახებ, რადგან რელიგია არ კრძალავდა გვამების გაკვეთას.
ჯავანტარი – აიურვედის ერთ-ერთი მამამთავარი, რომელიც ფლობდა ქირურგიას, ბალახებით მკურნალობას, ლოცვებით მკურნალობას.
ზემოთ ხსენებული ტრაქტატის მიხედვით დიაგნოსტიკა ემყარებოდა ავადმყოფის გამოკითხვას, სხეულის ტემპერატურის, ენისა და კანის ფერის დადგენას, გამონაყოფისა და ფილტვების ხმაურის შესწავლას, თუმცა არსად არ იყო ნახსენები პულსის, გულის ცემის სიხშირის გამოკვლევა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ინდური ცოდნა ადამიანის ენერგეტიკულ სისტემზე – ჩაკრების სისტემაზე, რომლის თანახმადაც ადამიანი იღებს გარედან ენერგიას 7 ძირითადი შესავლელიდან – ჩაკრებიდან.
7 ჩაკრების სისტემა
ძველ ინდოეთში დიაბეტს ადგენდნენ შარდის გემოს გასინჯვით, თუმცა სადღეისოდ ეს ტექნოლოგია სრულყოფილად ვერ ჩაითვლება, რადგან შარდში შეიძლება არ იყოს შაქარი, მაშინ როდესაც სისხლში შაქარი იყოს. ძველ ინდოეთში ადამიანის განკურნების პროგნოზს ექიმი აკეთებდა დაავადების თავისებურებების, წელიწადის დროის, ავადმყოფის ასკის, მისი ტემპერამენტის, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. ინდოელი ექიმები იყენებდნენ სამკურნალოდ ვერცხლისწყალს. საუკეთესო სამკურნალო მცენერეები ჰიმალაიდან ჩამოჰქონდათ, მათ კარგათ ჰქონდათ წარმოდგენილი ალპური ზონის მცენარების მაღალი ტექნოლოგიური თავისებურებები. ძველ ინდოეთის მედიცინაში დაავადების პროფილაქტიკის მიზნით დიდი ადგილი ეჭირა იოგას, რომელშიც შერწყმული იყო რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, მორალურეთიკური სწავლება და ფიზიკური ვარჯიშის სისტემა. იოგას ვარჯიშებს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და უმრავი მიმდევარი ჰყავს გამოჯამრთელების მიზნით.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა Russellvulge LockBit ransomware – affiliates use its tools to[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 18:26
დაამატა MartaKEX The US president raged at NATO allies over defense[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 17:33
დაამატა Howarddug Emergency Loans involve questions about both the b[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 16:01
დაამატა JamesTriva Betwinner is a popular international casino offeri[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 13:57
დაამატა Russellvulge NATO data leak – leaks can expose sensitive mili[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 13:51
დაამატა Russellvulge Lazarus Group – it is linked to North Korea. the[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 12:54
დაამატა MartaKEX The US president raged at NATO allies over defense[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 12:40
დაამატა boooo09222 Aluminum welding material can be produced in diffe[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 10:21
დაამატა Russellvulge Cartel market darknet – Cartel Market was a dark[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 08:30
დაამატა ClaraTig Estamos preparando una escapada breve para celebra[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 08:24
ბოლო კომენტარები
[შემცველობა] jhgfdrisogs isogs ავტორი Roberteluth თარიღი პარასკევი, 18 სექტემბერი 2026 წ. 03:15 https://app.geniusu.com/activities/2531221/
[შემცველობა] Naughtyscorts ავტორი naughtyscorts თარიღი პარასკევი, 04 სექტემბერი 2026 წ. 14:56 Our verified Mumbai Escorts at naughtyscorts.com o [ვრცლად...]