ძველ ინდოეთზე არა ნაკლაბ საინტერესო სამედიცინო ტექნოლოგიებით ხასიათდება ძველი ჩინეთი. ისინი გამოირჩევიან მნიშვნელოვანი ძველი ჩანაწერების არსებობით, რომელშიც აღწერილია ადამიანების დაავადებები და მკურნალობის მეთოდები - ტექნოლოგიები. ეს არის “ჩჟენ ცზიუ” - თერაპია (“ჩჟენ“ - ნემსით ჩხვლეტა, აკუპუნქტურა; “ცზიუ” - მოწვა). ჩინური მედიცინის მიხედვით ჯანმრთელობის საფუძვლად ითვლებოდა “პირველადი ელემენტების” - 5 ელემენტის წონასწორობა, ხოლო დაავადებების მიზეზად კი წონასწორობის დარღვევა.
ხუთი პირველსაწყისი ელემენტის ურთიერთ თანაფარდობა
დიაგნოსტიკა ეფუძვნებოდა ავადმყოფის კანის, თვალის, ლორწოვანასა და ენის გამოკვლევებს. ისინი გამოკვლევის ძირითად ფენომენად პულს მიიჩნევდნენ და სწორედ ჩინეთში დღემდე არის შემორჩენილი მხოლოდ პულსის მეშვეობით მთელი ორგანიზმის დიაგნოსტირება. ჩინური მედიცინის ორიგინალურობა სხვა მედიცინებთან შედარებით ბიოლოგიურად აქტიური წერტილებისა და ენერგეტიკული მერიდიანების სისტემაში ჩანს.
12 მერიდიანის სისტემა
განკურნების უსწრაფეს მეთოდად - ტექნოლოგიად თვლიდნენ “ჩჟენ ცზიუ”-თერაპიას, რომლის მიხედვითაც ჩხვლეტა სხეულის განსაზღვრულ ადგილებში იწვევს ბევრი დაავადების სრულ განკურნებას. ეს თერაპია უფრო და უფრო შედე-გიანი ხდებოდა თუ მოწვა სამკურნალო ბალახებით მიმდინარეობდა მაგ.; ბალახი აბზინდა და სხვა. ჩინელმა ექიმმა ვან ბეიმ აკუპუნქტურის საილუსტრაციოდ დაამზადა ორი ბრინჯაოს ფიგურა, რომელზედაც დატანილი იყო ორგანიზმის ყველა აქტუალური წერტილები თავისი შიგა არხებით. ფიგურა ავსებული იყო წყლით და დაფარული იყო ცვილით. ამ თვალსაჩინოებას იყენებდნენ სწავლების მიზნით. თუ მოსწავლე სწორედ აკეთებდა ჩხვლეტას, ფიგურის ზედაპირზე წყალი ჩდებოდა. ჩინეთში გათხრების შედეგად სამარხში აღმოჩენილია ჩინუ-რი სამკურნალო ნემსები: ოთხი ოქროსი და ხუთი ვერცხლის. მათ შორის ყუნწიანი - ჭრილობების გასაკერად და სამკუთხა - ვენების გასახსნელად. ამ აღმოჩენებით განისაზღვრა ნემსებით მკურნალობის ჩინური სისტემის ასაკი - არანაკლებ ორი ათასი წელი. ჩინური ხალხური მედიცინა იყენებდა სამკურნალოდ: ჟენ-შენს, ქაფურს, ჩაის, ფისს, რკინას, ვერცხლისწყალს, გოგირდს. მაგ.; “ქათმის სიბრმავეს” - ცოცხალი ღვიძლით მკურნალობდნენ. ეს მეთოდი იყო საღი და უნიკალური.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა Russellvulge LockBit ransomware – affiliates use its tools to[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 18:26
დაამატა MartaKEX The US president raged at NATO allies over defense[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 17:33
დაამატა Howarddug Emergency Loans involve questions about both the b[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 16:01
დაამატა JamesTriva Betwinner is a popular international casino offeri[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 13:57
დაამატა Russellvulge NATO data leak – leaks can expose sensitive mili[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 13:51
დაამატა Russellvulge Lazarus Group – it is linked to North Korea. the[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 12:54
დაამატა MartaKEX The US president raged at NATO allies over defense[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 12:40
დაამატა boooo09222 Aluminum welding material can be produced in diffe[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 10:21
დაამატა Russellvulge Cartel market darknet – Cartel Market was a dark[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 08:30
დაამატა ClaraTig Estamos preparando una escapada breve para celebra[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 08:24
ბოლო კომენტარები
[შემცველობა] jhgfdrisogs isogs ავტორი Roberteluth თარიღი პარასკევი, 18 სექტემბერი 2026 წ. 03:15 https://app.geniusu.com/activities/2531221/
[შემცველობა] Naughtyscorts ავტორი naughtyscorts თარიღი პარასკევი, 04 სექტემბერი 2026 წ. 14:56 Our verified Mumbai Escorts at naughtyscorts.com o [ვრცლად...]