სამედიცინო ტექნოლოგიის თავისებურებით გამოირჩევა ძველი რომი, რაზეც მოწმობს არქეოლოგიური გათხრები და ნაწერები, რომელშიც დასტურდება, რომ ძველ რომში სანიტარული საქმე მაღალ დონეზე იყო. იქაურები მაქსიმალურად ყურადღებას აქცევდნენ სისუფთავეს, სამკურნალო ბალახებს, მოხმარებამდე კარგად რეცხავდნენ და ამუშავებდნენ რათა ჭუჭყით არ დაავადებულიყვნენ. ყველაზე პოპულარულ სამკურნალო საშუალებათ კომბოსტო ითვლებოდა. მკურნალი ექიმები გამოჯამრთელების ტექნოლოგიად მიიჩნევდნენ სხეულის ყველა ნაწილის მოძრაობაში მოყვანას, რის შემდეგაც ავადმყოფი კარგად ხდებოდა. ასვე შემუშავებული ჰქონდათ ორსულობის გამოკვლევის მეთოდები - ტექნოლოგიიები: ხელით მოსინჯვა ორსულის მუცლის, ნაყოფის მდგომარეობის ადგილზე ხმების მოსმენა, პულსის გასინჯვა, სისველისა და შარდის გამოკვლევა. განვიხილოთ კიდევ ერთი ქვეყნის სამედიცინო ტექნოლოგია. ეს არის ამერიკა. მხოლოდ მაიას ტომის იაროგლიფური დამწერლობის გაშიფვრის შემდეგ გახდა შესაძლებელი (XX საუკუ-ნე), იქაური სამკურნალო მეთოდების განხილვა, ამაზე მოგვითხრობს მაიას პირამიდები, ინკების მუმიები, ხელოვნების ნიმუშები, აგრეთვე ძველი პერუს მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაკეთობე-ბი, რომელზედაც გამოსახული იყო ადამიანის ფიზიკური განვი-თარების ანომალიები (“კურდღლის ტუჩი”, აკრომეგალია და სხვა), დაავადებები (სიბრმავე, კანის დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება), ოპერაციული ჩარევის შედეგები ( კიდუ-რების ამპუტაცია, ღავის ქალის ტრპანაცია), აგრეთვე მშობიარობის პროცესები. ძველ ამერიკაში ყველა ხალხს თავისი მკურნალობის ღმერთი ჰყავდა. სიკვდილის შემდეგ ცხოვრების არსებობის, რწმენამ მიიყვანა ისინი გვამების ბალზამირების პრაქტიკამდე. ინკებმა იცოდნენ გვამების შენახვის ქიმიური მეთოდები. ბალზამს ამზადებდნენ შემდეგი ნარევებით: ხის ფისი, მარილი, ალკალოიდები, მენთოლი, ტიტანი და ბევრი სხვა. ძველ ამერიკაში დაავადების მიზეზად ითვლებოდა ცუდი საქციელი და ცოდვები, კალენდარული წლის თავისებურებები და სხვა. მაგ,; აცტეკები მიიჩნევდნენ, რომ ფეხების დაავადებას, წყლულებს და გაციებას წვიმის ღმერთი ტლალოკი უგზავნიდათ, ხოლო მაიას ტომი ციებას, სიყვითლეს, სისხლღებინებას უკავშირებდნენ მაიმუნებს, რომელთაც თავიანთ წინაპრად თვლიდნენ. დაავადებებს მკურნალობდნენ ქურუმები და სახალხო მკურნალები. გადმოცემით ცნობილია, რომ მაია და აცტეკები იტანჯებოდნენ სხვადასხვა გადამდები დაავადებებით. მაგ.; სისხლიანი ღებინება და ფაღარათი. ტექსტები გვამცნობენ სხვადასხვა ციების შესახებ, რომელმაც შემდეგ “მალარიის” სახელწოდება მიიღო. ძველ ამერიკაში კარგად იყენებდნენ სამკურნალო ბალახებს და ჰქონდათ გაშენებული სამკურნალო ბალახების ბაღები. აქ შეხვდებოდით სისხლის გამწმენდ, ღებინების გამომწვევ და შემაჩერებელ, ჭრილობის შემახორცებელ, დამწვრობის საწინააღმდე-გო, საერთო ორგანიზმის გამაჯანსაღებელ ბალახებს. მათგან გარკვეული ტექნოლოგიით მზადდებოდა წამლები. კონტინენტზე უმაღლეს დონეს მიაღწია მშობიარეთა დახმარების ხელოვნებამ, რომელსაც უკვე ნამშობიარები ქალები წარმართვდნენ, ისინი ძალიან დაფასებულები იყვნენ. ისინი ორსულ ქალს უსინჯავდა მუცელს, არკვევდნენ ნაყოფის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში ასწორებდნენ კიდეც. დაცული იყო ჰიგიენური პირობები, მელოგინეს იქვე აბანავებდნენ, ასმევდნენ წვენებს, ბალახების ნახარშებს, რომელიც ხელს უწყობდა მშობიარობის უმტკივნეულობას.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა surpsalthorndent1984 NV Casino - Autoryzowana platforma z SSL 256 bitow[ვრცლად...] შაბათი, 24 ოქტომბერი 2026 წ. 06:33
დაამატა haifulnapsso1978 Kasyno Mostbet Polska Zarejestruj się a przyjmij p[ვრცლად...] შაბათი, 24 ოქტომბერი 2026 წ. 03:57
დაამატა contpenmecow1978 The Vavada casino: More than eight thousand slot m[ვრცლად...] შაბათი, 24 ოქტომბერი 2026 წ. 01:15
დაამატა saocamontcon1989 Play at Vavada Casino: odkryj gry hazardowe, kasyn[ვრცლად...] პარასკევი, 23 ოქტომბერი 2026 წ. 22:30
დაამატა odin 강남 디저트 가라오케는 강남 최고의 입지와 인프라를 바탕으로 품격 있는 여흥 문화를 선도하[ვრცლად...] პარასკევი, 23 ოქტომბერი 2026 წ. 22:16
დაამატა lobbiticco1970 Oficjalna strona z ponad 2. 000 tytułów i stołami [ვრცლად...] პარასკევი, 23 ოქტომბერი 2026 წ. 19:38
დაამატა inimbusimp1983 Lerne kennen Winnita Casino Italia: giochi online,[ვრცლად...] პარასკევი, 23 ოქტომბერი 2026 წ. 18:34
დაამატა odin 신용카드현금화은 까다로운 금융 점수 심사를 일체 요구하지 않고 성실하게 사용해 온 카드 한[ვრცლად...] პარასკევი, 23 ოქტომბერი 2026 წ. 17:58
დაამატა Emmaon I am editing a newsletter activity that begins by [ვრცლად...] პარასკევი, 23 ოქტომბერი 2026 წ. 17:40
დაამატა drivicenor1986 Cześć w NV Casino intrygującym miejscu na mapie ka[ვრცლად...] პარასკევი, 23 ოქტომბერი 2026 წ. 16:50
ბოლო კომენტარები
[შემცველობა] Great Google Info ავტორი FrankJScott თარიღი ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2026 წ. 17:32 I think you could probably google that
[შემცველობა] Top Rated Google Site ავტორი FrankJScott თარიღი ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2026 წ. 16:52 I think you could probably google that
[შემცველობა] Topgirlsmumbai ავტორი topgirlsmumbai თარიღი შაბათი, 03 ოქტომბერი 2026 წ. 16:28 Nice blog with practical information. Thanks for s [ვრცლად...]