მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული, განსაკუთრებით კი მე-20 საუკუნეში, დასავლური მედიცინის განვითარების კვალობაზე დაიწყო დამკვიდრება მიდგომამ, რომ ოფიციალური (ანუ დასავლური) მედიცინა ეს სწორი, მართებული მედიცინაა, ხოლო ძველი და აღმოსავლური მედიცინა ეს ჩამორჩენილი, დრომოჭმული მედიცინაა. ამდენად ამ უკანასკნელის მიმდევრებს ე.წ. “არატრადიციული მედიცინის” წარმომადგენლებად მოიხსენიებენ. რა თქმა უნდა ასეთი დაყოფა მცდარია. თუ კარგათ ჩავუკვირდებით, ტრადიციული სამკურნალო მეთოდები არატრადიციული სამკურნალო მეთოდებიდან მოდის. თუ გავიხსენებთ ზემოთ მოყვანილ ისტორიას კოლხი მედეასთან დაკავშირებით, მის დამოკიდებულებას სამკურნალო ბალახებთან, ყველაფერი მოწმობს იმას, რომ თითქოს იმ პერიოდისთვის ტრადიციული, ახლანდელი გადასახედიდან უკვე არატრადიციულად გვევლინება. უკვე შემოსულმა ცივილიზაციამ ტრადიციული მედიცინა წარმოგვიდგინა რთული სინთეზური და კომპოზიციური სამკურნალო პრეპარატების დამამზადებელი ფარმაკოლოგიით და ასევე ძვირად ღირებული სადიაგნოსტიკო სამედიცინო ტექნიკით. ტრადიციული და არატრადიციული სამკურნალო მეთოდების ანალიზის დროს არ შეიძლება არ გავიხსენოთ ჰიპოკრატე - მედიცინის მამა, რომელიც თავის პრაქტიკაში ფართოდ იყენებდა ამ გადასახედიდან “არატრადიციულ მეთოდებს”. ჰიპოკრატეს წიგნში გაანალიზებულია პრობლემები საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც ავადმყოფს ეხება, იმ პერიოდში ეს ტრადიციულ მოვლენად ითვლებოდა. ამ გადასახედიდან კი ეს შეიძლება შევადაროთ ბიოლოკაციის მეთოდს, კერძოდ საცხოვრებელ ბინაში პათოგენური ზონების დადგენას, რომელსაც ამჟამად არატრადიციულ მეთოდებს აკუთვნებენ. ასევე ჰიპოკრატე აღნიშნავს ჰაერისა და წყლის მნიშვნელობას ავადმყოფებზე. დღეს დღეობით ამასაც აქვს შემცვლელი - ე.წ. ”მკვდარი წყლით” მკურნალობა, რომელსაც უკვე არატრადიციული მკურნალობის მეთოდი ჰქვია. აღსანიშნავია ჰიპოკრატეს თხზულება: ”ქირურგიის შესახებ,” რომელიც მოგვითხრობს ამბავს ჰიპოკრატეს ორთოპედიული სკამის შესახებ, რასაც იგი ამოვარდნილობის სამკურნალოდ იყენებდა. იმ პერიოდში ეს სკამი ტრადიციულად ითვლებოდა, ამ გადასახედიდან ეხლა გამოგონილი ორთოპედიული სკამი, რომელიც ხერხემლის პრობლემებს ხსნის, არატრადიციულ სამკურნალო მეთოდად უნდა ჩაითვლოს. სწორედ ყველაფერი ზემოთ თქმულის გათვალისწინებით სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ტრადიციულ და არატრადიციულ სამკურნალო მეთოდებს ერთი ფესვები აქვს. რასაკვირველია, დღევანდელი გადასახედიდან ტრადიციული სამკურნალო მეთოდები, რომელიც ეფუძვნება მხოლოდ ქიმიურ წამლებს, დიამეტრალურად განსხვავდება არატრადიციული სამკურნალო მეთოდებისაგან, რომელებიც მხოლოდ ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობას ცნობს. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს თანამედროვე ფარმაკოლოგიური ტექნოლოგიით დამზადებული რაიმე სინთეზური წამლის აბი, რომელიც გამოიყენება რომელიმე დაავადების მოსარჩენად, და ამ დაავადების განსაკურნებელი სამკურნალო ბალახი. რასაკვირველია, აბი არის უფრო კომფორტული მისაღები და სწრაფად მოქმედი საშუალება, თუ არ გავითვალისწინებთ იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც მის გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმში. ეხლა რა ხდება სამკურნალო ბალახის შემთხვევაში, რომელსაც ნიშნავს ფიტოთერაპევტი მიზან მიმართულად დაავადების განსაკურნავად. იგი შედარებით არაკომფორტულია, ვინაიდან მას მოხარშვა, გარკვეულ პირობებში შენახვა და სხვადასხვა წესებით დამზადება სჭირდება. თან დაავადების მორჩენის პროცესი დროში გახანძლივებულია. სამაგიეროდ იგი უვნებელია და არ აზიანებს სხვა ორგანოებს. ჩვენ ვეცადეთ ილუსტრირება გაგვეკეთებინა ტრადიციული და არატარდიციული მეთოდებისა, რამდენად გამოგვივიდა მკითხველისთვის მიგვინდია.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა MiaFror For a remote style workshop, I need to present sev[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 08:57
დაამატა EllameRy I inherited a patterned scarf with a damaged borde[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 08:30
დაამატა SophieSomy My new identification photo makes my natural brown[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 07:14
დაამატა NoraOi Our family archive has two portraits that may show[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 06:26
დაამატა EmilyMab Our digital literacy workshop will discuss how web[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 05:05
დაამატა Harryei My next beginner drawing session will introduce th[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 04:43
დაამატა merlidura1980 Wiodący operator Casino Polska w roku 2025 możliwo[ვრცლად...] შაბათი, 24 ოქტომბერი 2026 წ. 19:51
დაამატა EllaRods While preparing a glossary for new illustrators, I[ვრცლად...] შაბათი, 24 ოქტომბერი 2026 წ. 19:22
დაამატა dousrelinrect1984 Vox Kasyno Polska powitanie bonusowe do 10 000 zł [ვრცლად...] შაბათი, 24 ოქტომბერი 2026 წ. 16:57
დაამატა HarryLed I am looking for a first levada walk in Madeira, b[ვრცლად...] შაბათი, 24 ოქტომბერი 2026 წ. 14:27
ბოლო კომენტარები
[შემცველობა] Great Google Info ავტორი FrankJScott თარიღი ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2026 წ. 17:32 I think you could probably google that
[შემცველობა] Top Rated Google Site ავტორი FrankJScott თარიღი ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2026 წ. 16:52 I think you could probably google that
[შემცველობა] Topgirlsmumbai ავტორი topgirlsmumbai თარიღი შაბათი, 03 ოქტომბერი 2026 წ. 16:28 Nice blog with practical information. Thanks for s [ვრცლად...]