ზემოთ ხსენებულ პარაგრაფებში განვიხილეთ, თუ როგორ ხდებოდა ჩვ. წ. აღრიცხვამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაავადების დიაგნოსტირება - ეს იყო მარტივი მეთოდი, რომლის შედეგადაც შედარებით მიახლოებული სურათი იქმნებოდა ავადმყოფი ადამიანის შესახებ, რომელიც შემდგომ ჟამთა სვლამ შეცვალა აპარატული დიაგნოსტიკით. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის კვალობაზე ვითარდებოდა სადიაგნოსტიკო აპარატები, როგორიცაა: წნევის აპარატები, კარდიოგრაფები, რენტგენის აპარატები, ექოსკოპიიის მოწყობილობები, ელექტრონული მიკროსკოპები და სხვა.
სინდიყიანი წნევის აპარატები (ტონომეტრი)
წნევის აპარატები დრო და დრო ვითარდებოდა, ადრე იყო სინდიყიანი აპარატები, რომლებიც ე.წ. საათიანმა აპარატებმა შეცვალა, რის შემდეგაც გაუმჯობესებული მაჯის აპარატები მოგვევლინა, რომლების საშუალებითაც ერთდროულად იზომება ადამიანის მაღალი (ჰისტონური) და დაბალი (დიასტონური) წნე-ვა და პულსი. ეს აპარატი წინა პერიოდის აპარატებზე უფრო მოქნილი და კომფორტულია, მაგრამ ჯერ სიზუსტით ვერ შეედ-რება სინდიყიან აპარატს.
წნევის საზომი ხელის აპარატები
წნევის ავტომატური საზომი (მაჯის)
გულის მდგომარეობას ადგენენ კარდიოგრაფით და გულის ექოსკოპიის საშუალებით. კარდიოგრაფის მეშვეობით ხდება გულის კარდიოგრამის გადაღება, რომელშიც ასხულია გულის მუშაობა. თვით კარდიოგრამა ბერძნული სიტყვაა: “კარდია” გულს ნიშნავს, ხოლო “გრამმა” - ჩანაწერს, გულის მოძრაობის გრაფიკული გამოსახულებას, მიღებულს კარდიოგრაფიის საშუალებით.
კარდიოგრაფი
კარდიოგრამა
ასევე გულის მუშაობის უფრო დაწვრილებით დიაგნოსტირებას ახდენს გულის ექოსკოპია.
ექოსკოპიის აპარატი
ადამიანის ავადმყოფობის გამოვლენა დამატებით შესაძლებელია მისი ორგანიზმის რენტგენული დიაგნოსტიკით. კერძოდ, იგი კარგ დიაგნოზს იძლევა ფილტვების გამოკვლევისას, ასევე მოტეხილი კიდურების საილუსტაციოდ, სტომატოლოგიაში პირის ღრუს - კბილებისა და ღრძილების მდგომარეობის გამოსაკვლევად.
რენტგენის აპარატი (გადასატანი)
ცალკე შეიძლება აღინიშნოს ელექტრო-რეზონანსული, ტომოგრაფიული, მაგნიტო რეზონანსული, ლაზერული დიაგნოსტიკა, რომელთა მიღწევები დიდ შედეგებს იძლევა. ზემოთ აღნიშნული ბიო-ქიმიური დიაგნოსტიკა მიმდინარე-ობს მიკროსკოპის და ეხლა უკვე კომპიუტერის საშულებით. ვახსენეთ მიკროსკოპი, რომელიც არის ოპტიკურიც და ელექტრონულიც. მათი მეშვეობით ხდება უჯრედების, ქსოვილების, ორგანოების აგებულებას გამოკვლევა.
ელექტრონული მიკროსკოპი
სწორედ ეს ხელსაწყო წარმოადგენს სისხლის ბიო-ქიმიურ ანალიზის სადიაგნოსტიკო ხელსაწყოს, თუმცა სადღეისოდ იგი შეცვლილია კომპიუტერული აპარატურით, რაც ანალიზის სიზუსტეს უზრუნველყოფს, რადგან, როდესაც სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევა მიკროსკოპით კეთდებოდა ის მაინც დამოკიდებული იყო იმ ექიმ-ლაბორანტის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე, რომელიც ითვლიდა მიკროსკოპში ერითროციტებს, ლეიკოციტებს, მონოციტებს და სხვას. შეიძლება ცდომილება დიდი ყოფილიყო, რაც შედარებით გამორიცხულია კომპუტერული ანალიზის დროს.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა Russellvulge LockBit ransomware – affiliates use its tools to[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 18:26
დაამატა MartaKEX The US president raged at NATO allies over defense[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 17:33
დაამატა Howarddug Emergency Loans involve questions about both the b[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 16:01
დაამატა JamesTriva Betwinner is a popular international casino offeri[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 13:57
დაამატა Russellvulge NATO data leak – leaks can expose sensitive mili[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 13:51
დაამატა Russellvulge Lazarus Group – it is linked to North Korea. the[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 12:54
დაამატა MartaKEX The US president raged at NATO allies over defense[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 12:40
დაამატა boooo09222 Aluminum welding material can be produced in diffe[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 10:21
დაამატა Russellvulge Cartel market darknet – Cartel Market was a dark[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 08:30
დაამატა ClaraTig Estamos preparando una escapada breve para celebra[ვრცლად...] ორშაბათი, 21 სექტემბერი 2026 წ. 08:24
ბოლო კომენტარები
[შემცველობა] jhgfdrisogs isogs ავტორი Roberteluth თარიღი პარასკევი, 18 სექტემბერი 2026 წ. 03:15 https://app.geniusu.com/activities/2531221/
[შემცველობა] Naughtyscorts ავტორი naughtyscorts თარიღი პარასკევი, 04 სექტემბერი 2026 წ. 14:56 Our verified Mumbai Escorts at naughtyscorts.com o [ვრცლად...]