ფიტოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის ტექნოლოგიები
ფიტოთერაპია, ანუ მცენარეებით მკურნალობა, ოდითგანვე იყო. ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები მიმართავდნენ მცენარეებით მკურნალობას. ისინი ჭრილობების მოსაშუშებლად, საკვებით მოწამვლის დროს, ცუდად ყოფნის დროს იყენებდნენ მათ საცხოვრებელ გარემოში არსებულ სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებს, რომლებსაც ისინი ცხოველებზე დაკვირვებით და გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილებით ითვისებდნენ გამოსაყენებლად. თანამედროვე ადამიანისგან განსხვავებით, რომელსაც გრძნობითი ორგანოები დაქვეითებული აქვს, ისინი ბუნებასთან უფრო ახლო იყვნენ, უფრო განვითარებული ინტუიცია ჰქონდათ, თითქმის ცხოველების დონეზე გრძნობდნენ ამა თუ იმ მცენარის ვარგისიანობას კვებისთვის თუ მკურნალობისთვის. შემდგომში ეს დაგროვილი ცოდნა თაობიდან თაობამდე გადაეცემოდა ტომში თუ თემში ცოდნით გამორჩეული ადამიანების (გრძნეულების, შამანების, ქურუმების და ა.შ) ხაზით. კაცობრიობის განვითარების კვალობაზე სხვადასხვა ხალხში დაგროვილი სამკურნალო ცოდნა ერთმანეთში იცვლებოდა, ვრცელდებოდა და ამდენად ფართო ასპარეზს ღებულობდა. ამის გამოკვეთილი მაგალითია კოლხი მედეას მიერ ძველ ბერძნებში კოლხური მედიცინის მიღწევების დანერგვა. როგორც ეგვიპტური პაპირუსების კვლევებიდან ჩანს, ეგ-ვიპტეში ჯერ კიდევ ჩ.წ.-მდე 4000 წლის უკან შედგენილი იყო სამკურნალო მცენარეებიდან წამლების დამზადების აღწერები. “ებერსის პაპირუსში”, რომელიც ჩ.წ.-მდე დაახლოებით 1570 წელს შეიქმნა, მოყვანილია რამდენიმე ასეული სამკურნალო მცენარისგან წამლების დამზადების წესები. აღსანიშნავია ისიც, რომ ძველ ეგვიპტეში სამკურნალოდ გამოსაყენებელ მცენარეებს ხშირად შინაურ პირობებშიც ახარებ-დნენ. მაგალითად, ჯერ კიდევ ჩ.წ.-მდე 2600 წლის უკან შინაურ პირობებში ახარებდენ აბუსალათინს. მის ზეთს ეგვიპტელები პროფილაქტიკური მიზნით იყენებდნენ, როგორც სასაქმებელ საშუალებას, რადგან მათი აზრით ადამიანის დაავადებების ძირითად მიზეზს ზედმეტი ჭამა წარმოადგენს და ამიტომ ყოველი თვის მესამე დღეს აბუსალათინის ზეთით კუჭ-ნაწლავს ისუფთავებდნენ. ძველ ეგვიპტეში ასევე ფართოდ იყენებდნენ ალოეს, აკაციას, ანისულას, სელს, ლოტოსს, ყაყაჩოს, პიტნას, მრავალძარღვას, ტირიფს, ღვიას და მრავალ სხვა მცენარეს. ის მცენარეები, რომლებიც მათთან არ ხარობდა, ეგვიპტელებს სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰქონდათ. ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ ჩ.წ.-მდე 1500 წლის უკან ეგვიპტელებმა ამ მიზნით სპეციალური ექსპედიცია გააგზავნეს პუნტების (დღევანდელი სომალი) ქვეყანაში. შუმერებიც და შემდგომ მათ ცივილიზაციაზე აღმოცენებული ბაბილონის სამეფოს მკურნალებიც, ასევე ასირიელებიც, წარმატებით იყენებდნენ სამკურნალო მცენარეებს. შუმერები მცენარეთა ღეროებიდან და ფესვებიდან, რომელთაც აშრობდნენ და აქუცმაცებდნენ, ამზადებდნენ ფხვნილებს და ნაყენებს. შუმერი მკურნალები თვლიდნენ, რომ მსახლს და ლეღვს გააჩნიათ სამკურნალო თვისებები, ხოლო ტირიფისა და ქლიავის ახლად წარმოქმნილ ყლორტებს, ნაძვისა და სოჭის წიწვებს, ახმობდნენ და მათ ნახარშებს იყენებდნენ ცხელ საფენებად და კომპრესებად. გამომშრალი მცენარეებისგან მიღებულ ფხვნილებს შუმერი მკურნალები ხანდისხან უმატებდნენ ცხოველური და მინერალე-ბისგან მიღებულ ფხვნილებს. წყალის გარდა გამხსნელად იყენებდნენ ღვინოს, ლუდს. მაშასადამე, ჩვენამდე 80 საუკუნით ადრე ადამიანები გააზრებულად იყენებდნენ მცენარეებს სამკურნალოდ! ჩ.წ.-მდე XI საუკუნეში შუმერული ცივილიზაციის ბაზაზე აღმოცენდა ბაბილონის სამეფო, სადაც ასევე წარმატებით იყენებ-დნენ ფიტოთერაპიას. მათ არსენალში ასობით სამკურნალო მცენარე იყო, რომელთა ნაწილიც ისინი სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰქონდათ. მათ რეცეპტებში აღმოჩენილია ალაოს ფესვი, ლემა, ლენცოფა. ბაბილონელები მკუნალობისას დიდ ყურადღებას აქცევდნენ პლანეტებისა და ზოდიაქოს ვარსკვლავების მდებარეობას და სამკურნალო წამლებსაც შესაბამისი პერიოდულებით ამზადებდნენ და იყენებდნენ. ასირიელი მეფის ასურბანიპალის (VII საუკუნე ჩ.წ.-მდე) ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი თიხის ფირფიტების ნაწილში აღწერილია დაავადებები და მათ სამკურნალოდ გამოსაყენებელი ფიტოთერაპიული საშუალებები. ასირიის დედაქალაქ ნინევიაში გაშენებული იყო სამკურნალო მცენარეების ბაღი, რაც იმდროინდელი ფიტოთერაპიის განვითარების მაღალ დონეზე მოწმობს. ჩინეთში მედიცინის მეცნიერების დასაბამად ლეგენდარული იმპერატორის შენ-ნუნის სახელს უკავშირებენ, რომელმაც ჩ.წ.-მდე 3216 წელს(!) შექმნა ნაშრომი “ბენ-ცაო” (“სამკურნალო ბალახები”). ეს ნაშრომი ნახევრად იეროგლიფური სახით (სწორი და ტეხილი ხაზებით) წარმოდგენილი ვრცელდებოდა. პირველი წიგნი სამკურნალო მცენარებზე ჩინეთში ჩვ. წ. აღრიცხვამდე 2500 წელს დაიწერა. მასში 900-მდე სამკურნალო ბალახი იყო მოყვანილი. ევროპულ ცივილიზაციაში მედიცინის მამამთავრად ჰიპოკრატე ითვლება, რომელმაც ჩვ. წ. აღრიცხვამდე 400 წლის წინათ თავის ნაშრომებში მცენარეული და ცხოველური წარმოშობის 300 წამალი აღწერა. მანვე თავის ცნობილ ნაშრომში “Corpus Hippocraricum” აღწერა წყლის. ძმრის, ღვინის, თაფლის მარილის, კომბოსტოს წვენის სასარგებლო მოქმედება. ბერძენი სწავლულის მოსაზრებით, ავადმყოფობას ორგანიზმში არსებული სითხეების (ცრემლი, სისხლი, ყვითელი და შავი ნაღველი) დისბალანსი იწვევდა, ბალანსის აღსადგენად კი პირღებინების გამომწვევ საშუალებს, დიეტას, სამკურნალო მცენარეებსა და სისხლის გამოშვებას იყენებდა. ჰიპოკრატე მცენარეებს პირობითად ოთხ ჯგუფად ჰყოფდა: მშრალ, სველ, თბილ და ცივ მცენარეებად. იგი წინასწარი დიაგნოსტიკის შედეგად ადგენდა, თუ რომელი უფრო არგებდა ადამიანს: გამათბობელი ეფექტის მქონე თუ დამატენიანებელი. ასე, მაგალითად, დიარეის (ფაღარათი) დროს, რომელიც “სველ და თბილ” დაავადებად იყო მიჩნეული, ჰიპოკრატე ამაგრილებელ და ცივ" მცენარეებს იყენებდა. ჰიპოკრატეს მეთოდები და სამკურნალო საშუალებები (რომლებიც უმთავრესად წყლის, ძმრისა და თაფლის ნაზავზე მზადდებოდა) დაწვრილებით არის აღწერილი ზემოთ ხსენებულ ნაშრომში. იქვეა მოყვანილი მკურნალობის ეთიკური ნორმები, რომლებსაც ჭეშმარიტი ექიმი უნდა ემორჩილებოდეს. ეს ის ძირითადი პოსტულატები გახლავთ, რომლებიც ჰიპოკრატეს ფიცშია მოცემული. რომის იმპერიაში ყველაზე გამოჩენილი მკურნალი დიოსკორიდი (I საუკუნე ჩ.წ.-ით), რომელმაც თავის ნაშრომში “Materia medica” (“სამკურნალო ნივთიერებები”) 600-მდე სამკურნალო მცენარე აღწერა, კარგად იცნობდა ბერძნული, ეგვიპტური, ასირიული. ბაბილონური და შუმერული მედიცინის გამოცდილებას. კაცობრიობა, თავისი განვითარების უდიდესი პერიოდის განმავლობაში, ძირითადად სამკურნალოდ ფიტოთერაპიას მიმართავ-და. მაგრამ მე-20 საუკუნიდან მოყოლებული, ქიმიისა და შესაბამისად ფარმაცევტული მრეწველობის განვითარების კვალობაზე, აქტიურ ხმარებაში დაინერგა სინთეზური წამლების ხმარება, რაშიც დიდი წვლილი ითამაშა დიდი მოგებისადმი სწრაფვამ (ფარმაცევტული ბიზნესი მსოფლიოში მესამე ადგილზე დგას იარაღით ვაჭრობის და ნარკობიზნესის შემდეგ). შედეგად უსამართლოდ დაიჩრდილა ფიტოთერაპია, თუმცა ბოლო ხანებში ევროკავშირის ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებისადმი ყურადღება. სამკურნალო მცენარეებიდან დამზადებული წამლები უპირ-ველესად უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ისინი დაბალი ტოქსიკურობით და გვერდითი მოვლენების არარსებობით გამოირჩევა. ცხადია, არსებობენ შხამიანი მცენარეები, რომელთა დოზირებაც წამლის დამზადების დროს მკაცრად დასაცავია. შეიძლება ითქვას, რომ სინთეზური წამლების არსებობის ფონზე ფიტოთერაპია თავის აღროძინებას განიცდის. შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ მცენარეული წამლები მთლიანად შეცვლის სინთეზურ წამლებს, მაგრამ სამკურნალო მცენარეების ღრმა მეცნიერული გამოკვლევები ადასტურებს, რომ მათში არსებული ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ბაზაზე შექმნილი პრეპარატები მედიცინას ძვირფასი ფარმაცევტული საშულებებით გაამდიდრებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის სამკურნალო ფლორის მნიშვნელობას ადამიანის მკურნალობაში. ფიტოთერაპიის მთავარი პირობა, რომელიც ძველთაგანვე იყო დაცული, მდგომარეობდა შემდეგში: - სწორედ იქნას განსაზღვრული ცალკეული კულტურების მოსავლის აღების დრო და ხარისხი; - სამკურნალო მცენარეების შეგროვება უნდა ხდებოდეს მშრალ ამინდში, სითბოსა და სინათლეზე; - შეგროვების დროს ნედლეული არ უნდა დაზიანდეს; - სამკურნალო მცენარეების შეგროვება უნდა მოხდეს მცოდნე ადამიანის მიერ, რათა არ მოხდეს სარეველა ბალახების შერევა; - შეგროვების დრო უნდა იყოს დადგენილი რაიონების მიხედვით, რადგან ამინდების გათვალისწინებით ზოგ რაიონებში ზოგიერთი მცენარე ადრეა მოსაგროვებელი, ზოგი გვიან; - შეგროვილი მცენარეები უნდა გაშრეს ჩრდილში, მშრალ ადგილას, სასურველია კონებად; - მცენარეები შეკრული კონებად უნდა გაშრეს პირქვე დაყირავებული, რათა შეინარჩუნონ ფერი და სამკურნალო ნივთიე-რებები; - ყვავილებს აგროვებენ დაკოკრების და მცენარეთა ყვავილობის პროცესში, მზიან დღეს, შუადღის საათებში; - ბალახის და ფოთლის დამზადება ხდება ყვავილობის პერიოდში, როდესაც მცენარე ამთავრებს ზრდას; - კვირტებს აგროვებენ გაზაფხულზე, როდესაც ისინი დაიბერებიან, მაგრამ არ დაუწყიათ გაშლა. ზოგიერთი ზამთრის ბოლოსაც გროვდება (მაგალითად არყისა და ფიჭვის კვირტები); - მცენარის ქერქს ამზადებენ გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, როდესაც მცენარეში წვენი იწყებს მოძრაობას. ამ დროს ქერქი ადვილად სცილდება მერქანს; - ნაყოფს და თესლს ამზადებენ სრულ სიმწიფეში; - ფესვებსა და ფესვურებს აგროვებენ შემოდგომაზე ან ზაფხულის ბოლოს, როდესაც მიწის ზედა ნაწილი იწყებს ჭკნობას. სამკურნალო ნედლეულის ხარისხი დამოკიდებულია მცენარის სწორად გაშრობაზე. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ისინი შრებიან ჩრდილში და განიავებულ შენობაში. გაშრობის დასაჩქარებლად მსხვილ ფესვებს, ბოლქვებს, ნაყოფებს ჭრიან თხელ ფენებად. გაშრობა დამთავრებულად ითვლება, თუ ფოთლები და ყვავილები ადვილად იფშვნება, ღეროები და ფესვები ადვილად ტყდება, კენკროვნები ადვილად იშლებიან და ერთმანეთს არ ეწეპება. ძველი დროიდან გავრცელებული იყო სამკურნალო ნედლეულისგან დამზადებული ნახარეშები, ფხვნილები, ექსტრაქტები, ზეთები და მალამოები. წამლის დამზადების წინ აუცილებელია ნედლეულის დაქუცმაცება პატარ-პატარა ნაწილებად ან დაფქვა.
ზოგიერთი ფიტოთერაპიული რეცეპტი
ცივი ზამთრის მიწურულს ყელის ტკივილი, ხველება, ტემპერატურის პერიოდული მატება – ამ პრობლემების გარეშე ერთი ზამთარიც არ ჩაივლის. გარდა იმისა, რომ ვირუსები, რომლებიც სასუნთქ სისტემას ემტერებიან, წელიწადის ცივ დროს აქტიურდებიან. არც შესუსტებული იმუნიტეტი გვაკლებს ხელს. ამიტომაც არის, რომ ზამთრის მიწურულს დასუსტებულ, გრიპ გამოვლილ ორგანიზმს საგანგებო მოძლიერება და მკურნალობა სჭირდება, რაშიც მცენარეები ყოველთვის გვეხმარებიან.
ყელის ტკივილის დროს ერთ ჭიქა ან ჭიქანახევარ ანისულის თესლს დაასხით იმავე ოდენობის წყალი, ადუღეთ 15 წუთს, შეაგრი-ლეთ, გაფილტრეთ, შეურიეთ 1 ჭიქა ცაცხვის თაფლი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. როდესაც ცეცხლიდან გადმოდგამთ, დაამატეთ 1 ს.კ. კონიაკი. სწრაფი ეფექტისთვის მიიღეთ თითო სადილის კოვზი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ.
ანგინის დროს აიღეთ 2 ს.კ. ნემსიწვერას დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 2 ჭიქა წყალი და 6-8 საათით დადგით სიგრი-ლეში. სვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით, შემთბარი.
• აურიეთ ერთმანეთში 3 წილი წნორის დაქუცმაცებული ქერქი და 2 წილი ცაცხვის ყვავილი. 2 ს.კ. ნა-რევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და 15-20 წუთით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ და გამოივლეთ ყელში დღეში რამდენიმეჯერ.
• 2-3 ცალი ლეღვი მოხარშეთ ერთ ჭიქა რძეში. შემთბარი ნახარში ძილის წინ დალიეთ. ეს საშუალება განსაკუთრებით მარგებელია ბავშვებისთვის.
• 3 ჩ.კ. მშრალი დაქუცმაცებული ხახვის ნაფცქვენი მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში, 4 საათით დააყენეთ, გა-ფილტრეთ და ყელში გამოივლეთ.
ავიტამინოზის დროს • აიღეთ 10 გ არყის ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ მცირე ულუფებით (დაახლოებით 100-100 გ) დღეში 3-4-ჯერ.
• აიღეთ წითელი 2 წილი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი. დააქუცმაცეთ, ერთმანეთში აურიეთ. 4 ჩ.კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. 3-4 საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ ერთი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. • 1 ს.კ. ძახველის ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1-2 საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში.
სიცხის დროს • 2 ჩ.კ. შავი პილპილის მარცვალი ცოტაოდენ თაფ-ლთან ერთად ჩაყარეთ 2 ჭიქა მდუღარე წყალში და ნახევარ საათს ხარშეთ. კიდევ ნახევარ საათს დააყენეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში. დალიეთ დღეში ორჯერ. • თუ სხვა არაფერი გაქვთ სიცხის დასაწევად, ფორთოხლის წვენის დალევას გირჩევთ.
ბრონქიტის დროს • ვირისტერფას 2-3 ფოთოლი ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ რძეში და აადუღეთ. დაუმატეთ დანის წვერით ღორის ქონი და დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა ძილის წინ. • ბავშვებისთვის კარგია ასეთი საშუალება: მოხარშეთ ერთ ლიტრ წყალში საშუალო ზომის კარტოფილი, ერთი თავი ხახვი და ერთი ვაშლი. ადუღეთ, ვიდრე წყალი არ განახევრდება. დაალევინეთ ბავშვს დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>equilibrador[ვრცლად...] ორშაბათი, 31 მარტი 2025 წ. 22:34
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>diagnóstico de[ვრცლად...] ორშაბათი, 31 მარტი 2025 წ. 21:33
დაამატა Randyinjet Our premier limousine service offers luxurious and[ვრცლად...] ორშაბათი, 31 მარტი 2025 წ. 13:42
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>equilibrador[ვრცლად...] ორშაბათი, 31 მარტი 2025 წ. 00:50
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>Velocidad crit[ვრცლად...] კვირა, 30 მარტი 2025 წ. 19:13
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>Vibracion meca[ვრცლად...] კვირა, 30 მარტი 2025 წ. 13:27
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>Velocidad crit[ვრცლად...] კვირა, 30 მარტი 2025 წ. 12:51
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>analizador de [ვრცლად...] კვირა, 30 მარტი 2025 წ. 12:30
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>Balanceadora[ვრცლად...] კვირა, 30 მარტი 2025 წ. 12:09
დაამატა DonaldNerty <a href=https://vibrometro1a.com>Vibrometro[ვრცლად...] კვირა, 30 მარტი 2025 წ. 08:23