საქართველოში ადამიანების 90%-ზე მეტი მკურნალობას საზღვარგარეთ ამჯობინებს. 5 ძირითადი მიზეზი,რაც განაპირობებს პაციენტების საზღვარგარეთ გამგზავრებას:
1. ფასი 2. სერვისი 3. სამედიცინო მომსახურების ხარისხი 4. ხელმისაწვდომობა 5. ტურიზმი
მიუხედავად იმისა,რომ ჯანდაცვის რეფორმაში მილიონობით ლარი იხარჯება,სამედიცინო მომსახურების ხარისხი მაინც ძალიან დაბალია. მოსახლეობა უფრო ნაკლებად ენდობა ადგილობრივ კვლევებს და დახმარებისთვის უცხოურ სამედიცინო კლინიკებს მიმართავს ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ უფრო მეტი ადამიანი მიდის. ქვეყნების ათეული,რომლებსაც სამკურნალოდ ყველაზე ხშირად სტუმრობენ:
ტაილანდი. ლიტვა - აქ ტურისტები ძირითადად სისხლთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ ჩადიან. თურქეთი - ყოველწლიურად თურქეთს 200 000 ადამიანი სტუმრობს თვალის დავადებების სამკურნალოდ,შემდეგ კი მათ საზღვაო ტურებს და ულამაზესი ხედით დატკბობას სთავაზობენ. ინდოეთი - ქვეყანას ძირითადად სულიერი სიმშვიდის და ჯანსაღად ცხოვრების მსურველები სტუმრობენ და იოგასა და მედიტაციის კურსებზე ეწერებიან. ისრაელი - აქ სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობა გაცილებით იაფი ჯდება,ვიდრე სხვა ქვეყნებში. უნგრეთი - დადგენილია,რომ უნგრეთში სტომატოლოგიური მომსახურება 40-60%-ით იაფია,ვიდრე სხვა ქვეყნებში,ასევე აქ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ნებისმიერი პროცედურის ჩტარებაა შესაძლებელი.უნგრეთს მსოფლიოში საუკეთესო ანესთეზიოლოგები ჰყავთ. ეგვიპტე - პლასტიკური ოპერაციის მსურველები ყველაზე ხშირად ეგვიპტეში ჩადიან. აშშ-ს და ბრიტანეთთან შედარებით აქ ოპერაცია 60-70%-ით იაფი ჯდება. სამხრეთ აფრიკა - გულის პირველი ტრანსპლანტაცია სწორედ აქ ჩატარდა.გარდა იაფი სამედიცინო მომსახურებისა,ტურისტებს აქ ეგზოტიკური გარემო და ცხოველებიც იზიდავენ. მალაიზია -მალაიზიაში ტურისტები ძირითადდ სახსრებზე ჩასატარებელი ოპერაციებისთვის და ასევე კატარაქტის სამკურნალოდ ჩადიან.ასევე ქვეყანა ცნობილია სანაპიროებითაც. ტაილანდი - მასაჯითა და გამაჯანსაღებელი პროცედურების მხრივ ტაილანდს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუწევს კონკურენციას.