კითხვა: ”პოტრომბინის მკურნალობა და სიმპტომები,თუ შეიძლება გვიპასუხოთ.მადლობა წინასწარ.LALI22”
პროთრომბინი არის პლაზმის ცილა, რომელიც გამომუშავდება ღვიძლში. მისი ნორმა განისაზღვრება 80-დან 100-მდე. პროთრომბინის მომატებას იწვევს ღვიძლის არასწორი მუშაობა, ვენური უკმარისობა, სისხლძარღვების შევიწროება, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.
მისი მკურნალობა, თუ ავადმყოფი არაა დაავადებული კუჭის წყლულით, შემდეგნაირია: დაამზადეთ ფიტონაკრები:
1 ს.კ. ცხენის წაბლი (დაფქვილი) + 1 ს.კ. ცხენის წაბლის ყვავილი + 1 ს.კ. თხილის ნაჭუჭი + 1 ს.კ. თხილის ფოთოლი + 1 ს.კ. იაპონური სოფორა + 1 ს.კ. სვია + 1 ს.კ. ბარისპირა + 1 ს.კ. კალენდულა + 1 ს.კ. გვირილა + 1 ს.კ. პიტნა. ეს ყველაფერი კარგად დაფქვით, ამ ნარევიდან აიღეთ 2 ს.კ., დაასხით 300 გ მდუღარე, გააჩერეთ 40 წთ, გადაწურეთ და მიიღეთ 50 გ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
არის სხვა რეცეპტებიც, მაგრამ აუცილებელი დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა!
რეგისტრირებულია: პარასკევი, 19 მარტი 2010 წ. 17:14
შეტყობინებები: 1
გთხოვთ გამოგვეხმაუროთ მაქვს 9- თვის ასაკიდან გენტამიცინის მიღების გამო ნეიროსენსორული ხასიათის უმძიმესი ხარისხის ორმხრივი სმენაჩლუნგობა ასაკით ვარ 21-წლის და მაინტერესებს ამ დიაგნოზის განკურნება თუა შესაძლებელი
მორჩენა შესაძლებელია! ისევე, როგორც პენიცილინის გადამეტებული დოზებისას, ასევე გენტამიცინის (ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი) დროსაც ხდება შეძენილი (!) სიყრუე. ამ დროს ღვიძლიც ზიანდება, შესაძლებელია მხედველობის დაქვეითებაც მოხდეს, თირკმელების ფუნქცია სუსტდება, ხდება თირკმლის ზედა ჯირკვლების ფუნქციონალური მოშლა, რის გამოც ადრენალინის გამოყოფა ძლიერდება, იზრდება ემოციურობა და ა.შ. ამიტომ აუცილებელია მთელი ორგანიზმის კომპლექსური დიაგნოსტირება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს სამკურნალო გეგმა. ცალკე აღებულად მარტო სმენაზე მკურნალობა დიდ შედეგს არ მოგვცემს.
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 12 მაისი 2015 წ. 13:11
შეტყობინებები: 22
გამარჯობა, 1წლის წინ გავიკეთე საკეისრო, მას მერე დამეტყო ვენები ძალიან, პროთრომბინიც მქონდა მომატებული, ამჯამად პროთრომბინის ინდექსი მაქვს 98% და ფიბრინოგენი 334, შეიძლება ამ მაჩვენებლების მატებას გამოეწვია ვენების გამოწევა? ნორმალურია თუ არა ეს მაჩვენებლები? 22წლის ვარ