სიმინდის შეიცავს 75% ნახშირწყლებს, ვიტამინებს B1, B2, PP, კაროტინს, იგი განსაკუთრებით რეკომენდირებულია ხანდაზმული ადამიანებში. სიმინდი შეიცავს ასკორბინის მჟავას, ეთერზეთებს, მწარე გლიკოზიდებს, ალკალოიდებს. სიმინდი ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ბილირუბინის დონეს, აწესრიგებს სისხლის შედედების დარღვევებს, იგი გამოიყენება ქოლეცისტიტის, ქოლანგიტი, ჰეპატიტის დროს, კარგი შარდმდენია და თირკმელებში ქვებს შლის. სიმინდის ზეთი რეკომენდირებულია ათეროსკლეროზის, ქოლესტერინის მაღალი დონის დროს. პოლონეთში, სიმინდის ზეთით მკურნალობენ აქტიურად ღვიძლის დაავადებებს.
ბულგარეთის მედიცინის მესვეურნი სიმინდს იყენებენ ღვიძლის, თირკმლის, დიაბეტის სამკურნალოდ. ბულგარეთის ხალხურ მედიცინაში იგი გამოიყენება წონის დასაკლებად.
სტატიის ავტორი - მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
შენიშვნა: გირჩევთ გაიაროთ სრული დიაგნოსტიკა, რადგან არცერთი დაავადება ერთ ორგანოში არ წარმოიშვება სხვა ორგანოებში დარღვევების გარეშე. გაგიჩნდათ კითხვები - მიმართეთ საიტის ფორუმს!