ხურტკმელ კინკრიჟა (რუს. Крыжовник, ინგ. Gooseberry)
ხურტკმელ კინკრიჟას რბილობი შეიცავს ბევრ ვიტამინს B6, ეს ვიტამინი ხელს უწყობს თმის ზრდას, გულ-სისხლძარღვების მოწესრიგებას, ნერვული სისტემის დამშვიდებებს.
ვიტამინი C, რომელსაც ხურტკმელ კინკრიჟა შეიცავს კარგად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და თავის ტვინზე. ხურტკმელ კინკრიჟა შეიცავს მინერალებს, დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, გარდა ამისა, რკინას და ფოსფორს.
ხურტკმელ კინკრიჟა შეიცავს დიდი რაოდენობით სილიციუმს, აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს. აქედან გამომდინარე, სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს ვარიკოზული ვენები. გამოიყენება, როგორც შარდმდენი, იგი ასუფთავებს ნაწლავებს.
სტატიის ავტორი - მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
შენიშვნა: გირჩევთ გაიაროთ სრული დიაგნოსტიკა, რადგან არცერთი დაავადება ერთ ორგანოში არ წარმოიშვება სხვა ორგანოებში დარღვევების გარეშე. მხოლოდ კომპლექსური მკურნალობა იძლევა სასურველ შედეგი. გაგიჩნდათ კითხვები - მიმართეთ საიტის ფორუმს!